ჯავშნებისა და გაყიდვების კოორდინატორი- მცხეთა
საღონისძიებო სივრცე "შუაგული" აცხადებს ვაკანსიას ჯავშნების კოორდინატორის პოზიციაზე.
საღონისძიებო სივრცე "შუაგული" ეძებს ენერგიულ, ყურადღებიან და მოტივირებულ ჯავშნების კოორდინატორს, რომელიც გახდება ჩვენი სტუმრებისა და ბრენდის პირველი, ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი.
თუ გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, გეხერხება პროცესების მართვა და გინდა იმუშაო გარემოში, სადაც ყოველი დღე დღესასწაულის შექმნას ემსახურება — ეს ვაკანსია შენთვისაა!
რა იქნება შენი ძირითადი მოვალეობები:
- შემომავალი ზარების, შეტყობინებებისა და ჯავშნების ეფექტური მართვა;
- ჯავშნების კალენდრისა და CRM სისტემის მუდმივი მონიტორინგი და განახლება;
- სტუმრებისთვის სივრცის, სერვისებისა და საღონისძიებო პაკეტების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
- ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში საორგანიზაციო გუნდთან აქტიური თანამშრომლობა და ჯავშნების სიზუსტის უზრუნველყოფა.
რა არის ჩვენი მოლოდინი:
- გამართული და დახვეწილი კომუნიკაციის უნარი (ზეპირი და წერილობითი);
- ქართული ენის სრულყოფილი, ხოლო ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა;
- მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
რას გთავაზობთ ჩვენ:
- ანაზღაურება: 1500 ₾;
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე;
- ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა;
- კვებით უზრუნველყოფა;
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
- მხარდამჭერ და მჭიდროდ შეკრულ გუნდს;
- სამუშაო ადგილი / მისამართი: მცხეთის რაიონი, მუხრანის ველის დასახლება.
შექმენი დაუვიწყარი მოგონებები ჩვენთან ერთად!