იურისტი — მარშალ დეველოპმენტი

მარშალ დეველოპმენტი

იურისტი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი
დეველოპერული-სამშენებლო კომპანია ეძებს გამოცდილ და პასუხისმგებლობიან იურისტს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის სამართლებრივ მხარდაჭერას და დოკუმენტაციის სწორ მართვას.

ძირითადი მოვალეობები:

** ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება, ანალიზი და სამართლებრივი შეფასება;
** კომპანიის ყოველდღიური საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა და კონსულტირება;
** ხელშეკრულებების (ნასყიდობის, ბეს, მომსახურების;შრომითის და ა.შ) მომზადება, გადახედვა და რისკების შეფასება;
** სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებთან იურიდიული ურთიერთობა;
** დეველოპერულ და სამშენებლო პროექტებთან დაკავშირებული იურიდიული საკითხების მხარდაჭერა;
** რეგულაციების და კანონმდებლობის ცვლილებების მონიტორინგი;
** სამართლებრივი რისკების იდენტიფიცირება და მათი მართვის პროცესში მონაწილეობა;

საჭირო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება იურისტის პოზიციაზე (სასურველია დეველოპერულ-სამშენებლო სფეროში);
** საქართველოს სამოქალაქო, ადმინისტრაციული და შრომის კანონმდებლობის კარგი ცოდნა;
** ხელშეკრულებებზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა; (რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** კომპეტენციის ფარგლებში უფროსის სხვა დავალებების შესრულება;

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** კონკურენტულ ანაზღაურებას გამოცდილების მიხედვით;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;

სამუშაო ადგილი: თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპირო 106
სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ