იურისტი — გ. ზარნაძის იურიდიული კომპანია

გ. ზარნაძის იურიდიული კომპანია

იურისტი

₾2000 ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი
"გიორგი ზარნაძის იურიდიული კომპანია" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, საბურთალო (დისტანციურად მუშაობა არ განიხილება)
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი (10:00 საათიდან - 19:00 საათამდე)
შრომის ანაზღაურება: 1500 ლარი (ხელზე) + ჯანმრთელობის დაზღვევა + ულიმიტო სასაუბრო დრო.
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (გამოსაცდელი ვადა ანაზღაურებადია სრულად) გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ, შრომის ანაზღაურება 2000 ლარი (ხელზე) + ჯანმრთელობის დაზღვევა + ულიმიტო სასაუბრო დრო.

ძირითადი მოვალეობები:

** ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება და ანალიზი.
** კომპანიის კლიენტებისათვის კომპეტენციის ფარგლებში იურიდიული კონსულტაციის გაწევა;
** კორესპონდენციის წარმოება კომპანიის კლიენტებთან ან/და მესამე პირებთან.
** კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის (წესდება, აქციონერთა კრების ოქმები, პარტნიორთა გადაწყვეტილებები) მომზადება, ცვლილებების შეტანა, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაცია.
** კომპანიის დირექტორის მიერ მიცემული სხვა, პროფილური დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის განხრით. (სტუდენტების კანდიდატურა არ განიხილება).
** იურისტად მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი სავალდებულოა (ი.გ იურისტად და არა სტაჟიორად მუშაობის გამოცდილება).
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (სავალდებულოა)
** ინგლისური ენის ცოდნა (წერილობითი/ზეპირი) (სასურველია)
** საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა სამოქალაქო სამართლის სპეციალობით (ჩაითვლება უპირატესობად)