IT მხარდაჭერის უმცროსი სპეციალისტი
სამუშაო ადგილი: თბილისი / შესაძლებელია დისტანციური მუშაობა
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-18:00)
ძირითადი მოვალეობები:
** თანამშრომლების ტექნიკური მხარდაჭერა, დისტანციურად და ადგილზე;
** კომპიუტერების, ლეპტოპებისა და პრინტერების გამართვა;
** Microsoft 365 / Outlook: ელფოსტის ანგარიშები, ხელმოწერები, პაროლების აღდგენა;
** საოფისე პროგრამების ინსტალაცია და განახლება;
** მარტივი ქსელური პრობლემების (Wi-Fi, LAN) აღმოფხვრა;
** მოთხოვნების აღრიცხვა და საჭიროების შემთხვევაში უფროს ინჟინრებთან გადაცემა.
მოთხოვნები:
** გამოცდილება 0-1 წელი (სტუდენტებიც განიხილებიან);
** Windows-ისა და Microsoft Office-ის კარგი ცოდნა;
** ქსელების საბაზისო ცოდნა (IP, DNS, Wi-Fi);
** სწავლის სურვილი, პასუხისმგებლობა და კომუნიკაციის უნარი;
** ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა;
** სასურველია მართვის მოწმობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** გამოცდილ ინჟინრებთან ერთად მუშაობას;
** შიდა ტრენინგებს და სერტიფიცირების კურსების დაფინანსებას;
** კარიერულ ზრდას სისტემური ადმინისტრატორის / ქსელის ინჟინრის მიმართულებით;
** დისტანციური მუშაობის შესაძლებლობას.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, CV გამოგზავნოთ მისამართზე:
სათაურში მიუთითეთ: Junior IT Support
განცხადების ბოლო ვადა: 11.11.2026