IT Help Desk სპეციალისტი — Solutech

Solutech

IT Help Desk სპეციალისტი

₾1200.0 იწურება თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "სოლუტექი" აცხადებს ვაკანსიას IT Help Desk სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ალ. ყაზბეგის 44.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 (1 საათი შესვენება)

ანაზღაურება და სამუშაო პირობები:

  • დამოკიდებულია კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე
  • ანაზღაურება: 1000-1200 ლარი (ხელზე ასაღები)
  • გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში, ხელფასი შეთანხმებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • არა ნაკლებ 6 თვის გამოცდილება ქვემოთ მოცემულ მიმართულებებზე (დამატებითი გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად)
  • ინგლისური ენის ცოდნა

ფუნქცია-მოვალეობები:

  • შემოსული ტექნიკური მოთხოვნების (ინციდენტების) მიღება, რეგისტრაცია და პირველადი დიაგნოსტიკა (ტელეფონით, ელ-ფოსტით ან Ticketing სისტემით)
  • მომხმარებელთა დისტანციური (Remote) მხარდაჭერა და პრობლემების ოპერატიული აღმოფხვრა
  • საჭიროების შემთხვევაში, რთული ტექნიკური პრობლემების იდენტიფიცირება და მათი გადამისამართება შესაბამის მაღალი დონის (L2/L3) IT სპეციალისტებთან
  • კომპიუტერული ტექნიკის (Hardware) და პერიფერიული მოწყობილობების არქიტექტურის ცოდნა.
  • ქსელების საბაზისო საფუძვლების ცოდნა (TCP/IP, DNS, DHCP, Wi-Fi)
  • დისტანციური მართვის ხელსაწყოებთან მუშაობის გამოცდილება (AnyDesk, TeamViewer და ა.შ.).
  • სასურველია Google Workspace/Office 365-თან მუშაობის საბაზისო გამოცდილება
  • შემდეგი პროგრამების ცოდნა: Microsoft Windows ოპერაციული სისტემები, Microsoft Office, Autodesk, Adobe და სხვა
  • კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის დამატებითი დავალებების შესრულება

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • გადაწყვეტილებების მიღების უნარი
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
  • გუნდურად მუშაობის უნარი.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ