ინვენტარიზაციისა და შეკვეთების სპეციალისტი
კომპანია "ლუდის ჰაბი • Beer Hub" აცხადებს ვაკანსიას ინვენტარიზაციისა და შეკვეთების სპეციალისტის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: 1500 ლარი
გრაფიკი: კვირაში 40 საათი, 2 დღე დასვენება
ფუნქცია-მოვალეობები:
- ფილიალებში არსებული პროდუქციის პერიოდული ინვენტარიზაციის ჩატარება;
- პროდუქციის ნაშთების კონტროლი და მონაცემების განახლება;
- შეკვეთების მომზადება;
- საწყობისა და ფილიალების ნაშთების შედარება და სხვაობების გამოვლენა;
- ინვენტარიზაციის შედეგების აღრიცხვა და საჭირო ინფორმაციის ხელმძღვანელისთვის მიწოდება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- აუცილებელია მართვის მოწმობის ქონა და ავტომობილის ყოლა.
- სასურველია MS Excel-ის ცოდნა;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ციფრებთან და დოკუმენტაციასთან ყურადღებით მუშაობის უნარი;
- კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.