ინგლისური ენის მასწავლებელი — აზროვნების აკადემიის სკოლა

აზროვნების აკადემიის სკოლა — ლოგო
აზროვნების აკადემიის სკოლა

ინგლისური ენის მასწავლებელი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

აზროვნების აკადემიის სკოლა ქმნის უსაფრთხო, ემოციურად ჯანსაღ, თანამშრომლობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ სასწავლო გარემოს მოსწავლეთა პიროვნული და სოციალური განვითარებისათვის. აზროვნების აკადემიის სკოლის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე: https://school.azraki.ge/ აზროვნების აკადემიის სკოლა აცხადებს კონკურსს ინგლისურის ენის მასწავლებლის პოზიციაზე. ლოკაცია: თბილისი, ბაგები, ზ. საკანდელიძის №9 (მეტრა პარკის დასახლება) ანაზღაურება: განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით. ფუნქცია-მოვალეობები: ** ინგლისური ენის გაკვეთილების ჩატარება დაწყებითი საფეხურის კლასებისთვის; ** თანამედროვე სასწავლო მეთოდების გამოყენება; ** სწავლების პროცესის დაგეგმვა, სასწავლო მასალების შერჩევა და მომზადება; ** სასწავლო პროცესში მოსწავლეების პროგრესის მონიტორინგი/შეფასება; ** საგაკვეთილო და საკლასო აქტივობების ინტერაქციულად წარმართვა; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ინგლისურ ფილოლოგიაში ან მონათესავე მიმართულებით; ** სკოლაში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; ** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა; ** სასწავლო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება; ** ქართულ ენაზე თავისუფლად კომუნიკაცია; ** თანამედროვე სწავლების მეთოდოლოგიების ცოდნა. კომპეტენციები და უნარები: ** მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიდგომების გამოყენება; ** გაკვეთილის ეფექტურად დაგეგმვისა და სტრუქტურირების უნარი; ** კლასის ეფექტურად მართვის უნარი; ** მოთმინება და ემპათია მოსწავლეებთან მუშაობისას ** კომუნიკაბელურობა და პრეზენტაციის უნარი ** ორგანიზებულობა და დროის მართვა ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ** გუნდური მუშაობის უნარი ** კრეატიულობა სასწავლო პროცესში ჩვენ გთავაზობთ: http://onlineacademia.ge - ზე წვდომა აზროვნების აკადემიის კურსებსა და სალონურ საუბრებზე უფასო დასწრება. ჩვენი გამომცემლობის წიგნებზე 50%-იანი ფასდაკლება.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ