სკოლის სპორტის მასწავლებელი
აზროვნების აკადემიის სკოლა ქმნის უსაფრთხო, ემოციურად ჯანსაღ, თანამშრომლობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ სასწავლო გარემოს მოსწავლეთა პიროვნული და სოციალური განვითარებისათვის. აზროვნების აკადემიის სკოლის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე: https://school.azraki.ge/ აზროვნების აკადემიის სკოლა აცხადებს კონკურსს სპორტის მასწავლებლის პოზიციაზე. ლოკაცია: თბილისი, ბაგები, ზ. საკანდელიძის №9 (მეტრა პარკის დასახლება) ანაზღაურება: განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით. ფუნქცია-მოვალეობები: ** სპორტის გაკვეთილების დაგეგმვა და ჩატარება დაწყებით საფეხურზე. ** ბავშვების ფიზიკური განვითარების ხელშეწყობა ასაკის შესაბამისი აქტივობებით; ** სპორტული თამაშებისა და აქტივობების ორგანიზება; ** უსაფრთხოების ნორმების დაცვა და კონტროლი; ** მოსწავლეთა ჩართულობისა და მოტივაციის გაზრდა; ** ინდივიდუალური მიდგომის გამოყენება თითოეულ ბავშვთან; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ფიზიკური აღზრდის, სპორტის ან სხვა შესაბამის სფეროში; ** ბავშვებთან მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (სასურველია კერძო სექტორში); ** სასწავლო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება; ** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა. კომპეტენციები და უნარები: ** სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და მართვის უნარი; ** ბავშვთა ასაკობრივი თავისებურებების ცოდნა; ** მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიდგომების გამოყენება; ** უსაფრთხო და ინკლუზიური გარემოს შექმნის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** ორგანიზებულობა და დროის მართვა; ** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.