კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და რობოტიკის მასწავლებელი — აზროვნების აკადემიის სკოლა

აზროვნების აკადემიის სკოლა — ლოგო
აზროვნების აკადემიის სკოლა

კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და რობოტიკის მასწავლებელი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე ნახევარი განაკვეთი

აზროვნების აკადემიის სკოლა ქმნის უსაფრთხო, ემოციურად ჯანსაღ, თანამშრომლობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ სასწავლო გარემოს მოსწავლეთა პიროვნული და სოციალური განვითარებისათვის. აზროვნების აკადემიის სკოლის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე: https://school.azraki.ge/ აზროვნების აკადემიის სკოლა აცხადებს კონკურსს აზროვნების აკადემიის სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და რობოტიკის მასწავლებლის პოზიციაზე. ფუნქცია-მოვალეობები: ** კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და რობოტიკის გაკვეთილების დაგეგმვა და ჩატარება მოსწავლეთა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფთან (დაწყებით საფეხურზე); ** რობოტიკის კლუბის წლიური გეგმის შექმნა და განხორციელება (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა); ** პროგრამირების, ელექტრონიკისა და მექანიკის საბაზისო პრინციპების სწავლება (სასურველია LEGO Mindstorms, Arduino, Micro:bit ან მსგავსი პლატფორმების გამოყენების გამოცდილება); ** მოსწავლეთა კვლევითი, პროექტული და შემოქმედებითი მუშაობის წახალისება; ** მასწავლებლებთან და ადმინისტრაციასთან ეფექტური თანამშრომლობა; ** საგანმანათლებლო და ტექნიკური რესურსების მართვა და საჭიროების შემთხვევაში მათი მოძიება; ** მონაწილეობა სკოლის ტექნოლოგიურ აქტივობებსა და სასკოლო პროექტებში. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** განათლება: მაგისტრის ხარისხი (სასურველია) ან ბაკალავრის ხარისხი კომპიუტერულ მეცნიერებებში, ტექნოლოგიებში, განათლებასა ან შესაბამის საგნობრივ სფეროში. ** სამუშაო გამოცდილება: კომპიუტერული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სწავლების გამოცდილება: არანაკლებ 1 წელი აღნიშნულ სფეროში. სასურველია: ** რობოტიკის პროექტებზე მუშაობის გამოცდილება ** STEAM მიმართულებით მუშაობის უნარი ** ინგლისური ენის ცოდნა ტექნიკური ლიტერატურისთვის კომპეტენციები და უნარები: ** საგნის სწავლებისა და მოსწავლეებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** სწავლების თანამედროვე მეთოდების ცოდნა და ციფრული ხელსაწყოების გამოყენების უნარი; ** გუნდურ მუშაობაზე ორიენტირებულობა და ინიციატივიანობა. დამატებითი ინფორმაცია: სამუშაო ადგილი: თბილისი, ბაგები, ზ. საკანდელიძის №9 (მეტრა პარკის დასახლება) სამუშაო გრაფიკი: კვირაში ორი სამუშაო დღე ანაზღაურება: განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით. ჩვენ გთავაზობთ: http://onlineacademia.ge - ზე წვდომა აზროვნების აკადემიის კურსებსა და სალონურ საუბრებზე უფასო დასწრება. ჩვენი გამომცემლობის წიგნებზე 50%-იანი ფასდაკლება.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ