ინგლისურენოვანი გაყიდვების აგენტი
თუ ინგლისურ ენას კარგად ფლობთ, გიყვართ ადამიანებთან ურთიერთობა და გაყიდვების სფეროში განვითარება გსურთ, შემოუერთდით Green Flow-ის გუნდს. Green Flow აცხადებს ვაკანსიას ინგლისურენოვანი გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ინგლისურენოვან კლიენტებთან კომუნიკაცია;
- კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების გაცნობა და შეთავაზება;
- კლიენტებთან ხანგრძლივი და წარმატებული თანამშრომლობის ჩამოყალიბება;
- გუნდთან კოორდინაცია საერთო შედეგების მისაღწევად.
მოთხოვნები:
- ინგლისური ენის კარგი ცოდნა (სასურველია B2 დონე ან უფრო მაღალი);
- კომუნიკაციისა და მოლაპარაკების კარგი უნარები;
- პასუხისმგებლობა, მოტივაცია და შედეგზე ორიენტირებულობა;
- გაყიდვების ან მომხმარებელთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო გრაფიკი:
- ორშაბათი – პარასკევი
- 11:45 – 20:00
ჩვენ გთავაზობთ:
- ფიქსირებულ ანაზღაურებას $800-დან;
- ბონუსების სისტემას, რომლის გათვალისწინებითაც საშუალო ყოველთვიური შემოსავალი $2,000–$4,000-ს შეადგენს;
- კომპანიის დაფინანსებით პროფესიულ ტრენინგებს;
- კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.