ინგლისურენოვანი გაყიდვების აგენტი — ვეტექსი

samushao.ge
ვეტექსი

ინგლისურენოვანი გაყიდვების აგენტი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

ვეტექსი აცხადებს ვაკანსიას ინგლისურენოვანი გაყიდვების აგენტის (English Sales Agent) პოზიციაზე.

ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და კომუნიკაბელურ ინგლისურენოვან გაყიდვების აგენტს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება პოტენციურ და არსებულ კლიენტებთან ეფექტურ კომუნიკაციასა და კომპანიის პროდუქტების/სერვისების პროფესიონალურ წარდგენაზე.

თუ თავისუფლად ფლობ ინგლისურ ენას, გსიამოვნებს ადამიანებთან ურთიერთობა და გსურს კარიერის განვითარება გაყიდვების სფეროში, მოხარული ვიქნებით შენი კანდიდატურის განხილვით.

ძირითადი მოვალეობები

  • პოტენციურ და არსებულ კლიენტებთან კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე.
  • კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების პროფესიონალური პრეზენტაცია.
  • კლიენტების საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი შეთავაზებების მომზადება.
  • გაყიდვების პროცესში აქტიური მონაწილეობა და დასახული მიზნების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა (სავალდებულო)
  • შედეგებზე ორიენტირებული მიდგომა.
  • ფრანგული ან გერმანული ენის ცოდნა ჩაითვლება დამატებით უპირატესობად.
  • განვითარებული კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები.

ჩვენ გთავაზობთ

  • ფიქსირებული ანაზღაურებას 600-800$
  • დამატებით ბონუსურ სისტემას, რომელიც დამოკიდებულია სამუშაო შედეგებზე.
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.

სამუშაო ადგილი: თბილისი (ოფისიდან მუშაობა)

სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ

Recruiter.ge-ზე შეგიძლია ნახო საქართველოში ყველა პლატფორმაზე არსებული ყველა ვაკანსია.

გადადი →