ინგლისურ- და გერმანულენოვანი გაყიდვების აგენტი — Salesify

Salesify

ინგლისურ- და გერმანულენოვანი გაყიდვების აგენტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"Salesify" ეძებს პასუხისმგებლობიან, მოტივირებულ და შედეგზე ორიენტირებულ გაყიდვების აგენტს, რომელიც შეუერთდება ჩვენს გუნდს და აქტიურად ჩაერთვება კომპანიის განვითარებაში.

სამუშაო გრაფიკი:

  • ინგლისურენოვანი ცვლა: ორშაბათი-პარასკევი | 20:30-05:30 (ღამის ცვლა)
  • გერმანულენოვანი ცვლა: ორშაბათი-პარასკევი | 10:30-19:00

ანაზღაურება და ბენეფიტები:

  • ფიქსირებული ანაზღაურება: 500-900$;
  • ბონუსური სისტემა: საშუალო შემოსავალი 1, 500 - 3, 000$;
  • პროფესიული ტრენინგი და მხარდაჭერა;
  • კარიერული ზრდისა და განვითარების რეალური შესაძლებლობა;
  • მეგობრული და პროფესიონალური სამუშაო გარემო.

სამუშაო მოვალეობები:

  • პოტენციურ და არსებულ კლიენტებთან კომუნიკაცია ინგლისურ და გერმანულ ენებზე;
  • კომპანიის სერვისებისა და შეთავაზებების პროფესიონალური პრეზენტაცია;
  • ახალი კლიენტების მოძიება და გაყიდვების პროცესის მართვა;
  • გრძელვადიანი საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნება;
  • გაყიდვების მიზნების შესრულება და შედეგების გაუმჯობესება;
  • გუნდთან თანამშრომლობა საერთო მიზნების მისაღწევად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე;
  • გერმანული ენის ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
  • გაყიდვებში ან მომხმარებელთა მომსახურებაში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა არ არის სავალდებულო;
  • პასუხისმგებლობიანი, აქტიური და მიზანდასახული დამოკიდებულება სამუშაოს მიმართ.