ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტორი
სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდი აცხადებს კონკურსს, შიდა აუდიტის სამსახურში, ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) აუდიტორის ვაკანტურ პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო
სამუშაო განაკვეთი: შეთანხმებით
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების, საინჟინრო მიმართულებით;
- მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის, კიბერუსაფრთხოების, ინფორმაციული უსაფრთხოების ან ტექნოლოგიური რისკების სფეროში;
- ინგლისური ენის ცოდნა მაღალი დონეზე;
- ISACA სტანდარტების ცოდნა;
- COBIT-ის, ISO/IEC 27001/27002-ის, NIST-ის ან მსგავს ჩარჩოებთან მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია CISA, CISM, CISSP ან CIA სერტიფიკატი ან სერტიფიცირების პროცესში ყოფნა.
- კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს ლოგირების სისტემებთან მუშაობის მინიმუმ 5 წლიან გამოცდილებას (პრიორიტეტულად Arcsight);
- კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს კორპორაციული "enterprise" ქსელებთან მუშაობის მინიმუმ 5 წლიან გამოცდილებას;
- კონტროლების დიზაინისა და ოპერაციული ეფექტიანობის ტესტირების გამოცდილება;
- კანდიდატის სამუშაო გამოცდილება ფინანსურ ინსტიტუტებში / საჯარო სექტორში ჩაითვლება უპირატესად.
სხვა მოთხოვნები:
- კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
- სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება დაკისრებული მოვალეობების შესრულებისას;
- საუკეთესო ანალიტიკური უნარები;
- მოტივირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ინფორმაციული ტექნოლოგიების და ინფორმაციული აქტივების იდენტიფიკაციისა და კლასიფიკაციის პროცესების აუდიტი;
- ინფორმაციული ტექნოლოგიების და კიბერუსაფრთხოების რისკების შეფასების მეთოდოლოგიების აუდიტი (risk assessment, risk appetite, risk register);
- მესამე მხარეებისა და ვენდორების კიბერუსაფრთხოების რისკების მართვის კონტროლების აუდიტი;
- წვდომის მართვისა და იდენტობის კონტროლების აუდიტი (IAM, PAM, MFA, SoD);
- მონაცემთა დაცვის კონტროლების აუდიტი (Data Classification, DLP, Encryption);
- კონფიგურაციის და "hardening" სტანდარტების აუდიტი (GPO, baseline configurations);
- Security Awareness და ტრენინგების ეფექტიანობის შეფასება;
- ცვლილებების მართვის და SDLC პროცესებში უსაფრთხოების კონტროლების აუდიტი;
- ქსელური და პერიმეტრის დაცვის კონტროლების შეფასება (WAF, NGFW, segmentation);
- უსაფრთხოების მონიტორინგის არქიტექტურის აუდიტი (SIEM, log management, XDR/EDR);
- ლოგების სისრულის, ხარისხისა და შენახვის კონტროლების შეფასება;
- საყურადღებო ინციდენტების (Detection use cases)-ის დაფარვის, გაფრთხილების სისტემის რეგულირების და დახვეწის აუდიტი;
- უსაფრთხოების ინციდენტების დროულად აღმოჩენის ეფექტიანობის შეფასება;
- SOC პროცესების შესაბამისობის და KPI/KRI-ების შეფასება;
- ბიზნესის უწყვეტობის (BCP) და კატასტროფის აღდგენის (DR) გეგმების აუდიტი;
- აღდგენის დროისა (RTO/RPO) და ბიზნეს მოთხოვნების შესაბამისობის აუდიტი;
- ინფორმაციული უსაფრთხოების მმართველობის (პოლიტიკები, პროცედურები, როლები, პასუხისმგებლობები) შესაბამისობის შეფასება;
- მკაფიო, რისკზე დაფუძნებული რეკომენდაციების მომზადება.