პროგრამული უზრუნველყოფის (ERP) მხარდაჭერის სპეციალისტი
"2 ნაბიჯი" ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისათვის 2 ნაბიჯი მთელი ქვეყნის მასშტაბით 500-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე, ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. 2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ ფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით.
,,2 ნაბიჯი" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 5000-მდე თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ.
კომპანია „2 ნაბიჯი“ აცხადებს ვაკანსიას პროგრამული უზრუნველყოფის (ERP) მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი : კვირაში 5 დღე, სამუშაო ცვლების შესაბამისად: 09:00-16:00; 16:00-22:00;
სამუშაო ადგილი : თბილისი , საბურთალო, ელიზბარ მინდელის 3;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიაში დანერგილი პროგრამული უზრუნველყოფის (ERP) მომხმარებლების მხარდაჭერა და კონსულტაცია;
- საქმიანობის ეფექტიანი შესრულებისთის შესაბამისი სისტემებისა და პლატფორმების (მათ შორის Ticketing System-ის) გამოყენება;
- ERP და სალაროს პროგრამებში ქსელის გაყიდვების ასახვის ყოველდღიური მონიტორინგი და აღმოჩენილი პრობლემების აღმოფხვრა;
- სხვადასხვა ხარვეზით გამოწვეული სალაროს ERP-ის ინფორმაციული ბაზის დაზიანებების დიაგნოსტიკა და საჭიროების შემთხვევაში მისი გასწორება;
- ახალი მომხმარებლებისთვის პროგრამის ინსტალაცია, მათი რეგისტრაცია სისტემებში, წვდომის დონეების მინიჭება წინასწარ დადგენილი პოლიტიკის შესაბამისად;
- ახალი ობიექტების გახსნის მხარდაჭერა, პროგრამული უზრუნველყოფის მართვის და მხარდაჭერის სამსახურის მოვალეობის და კომპეტენციის ფარგლებში;
- პროგრამის ყოველი განახლებისას და ახალი მოდულის ექსპლუატაციაში ჩაშვებამდე პროგრამის ტესტირებაში მონაწილეობის მიღება შესაძლო ხარვეზების გამოვლენისა და გასწორების მიზნით;
- საჭიროების მიხედვით, პროგრამული უზრუნველყოფის მართვის და მხარდაჭერის სამსახურში არსებულ პროექტებში ან საპროექტო გუნდებში ჩართვა;
- პოკეტის მომხმარებლების დამატება და აწყობა ERP-ში შესაბამისი წვდომის უფლებებით;
- ERP სისტემის მონიიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში ინციდენტებზე რეაგირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- სასურველია უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
- პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერის, ადმისტრატორის, ანალიტიკოსის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა : MS Office (Excel, Word, PowerPoint); ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება. ოპერაციული სისტემების ზოგადი ცოდნა (Windows OS);
- სასურველია უცხო ენების ცოდნა.