კორპორატიული მომხმარებლების ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი
შპს „გოუნეტი“ ეძებს კორპორატიული მომხმარებლების ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტს, რომელიც ჩაერთვება ბიზნეს კლიენტებისთვის მიწოდებული ქსელური სერვისების მონიტორინგში, ტექნიკურ მხარდაჭერასა და ინციდენტების მართვაში. კანდიდატი იმუშავებს თანამედროვე ოპტიკურ და IP/MPLS ინფრასტრუქტურასთან, მონაწილეობას მიიღებს პრობლემების დიაგნოსტიკაში, მომხმარებელთა ტექნიკურ კონსულტაციაში და ქსელის უწყვეტი მუშაობის უზრუნველყოფაში.
პოზიცია განკუთვნილია მოტივირებული კანდიდატებისთვის, რომლებსაც სურთ პროფესიული განვითარება სატელეკომუნიკაციო სფეროში და თანამედროვე ქსელურ ტექნოლოგიებთან პრაქტიკული გამოცდილების მიღება.
მოვალეობები:- კორპორატიული მომხმარებლებისთვის ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა.
- ქსელის სერვისებთან დაკავშირებული პრობლემების დიაგნოსტიკა და აღმოფხვრა.
- მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული ინციდენტების ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის ტექნიკურ გუნდთან ესკალაცია.
- Cisco, Juniper და სხვა ქსელური მოწყობილობების საბაზისო კონფიგურაცია და დიაგნოსტიკა.
- VPN, BGP, OSPF, VLAN, MPLS, QoS და სხვა ქსელური ტექნოლოგიების მხარდაჭერა.
- ოპტიკური ქსელისა და კორპორატიული სერვისების მონიტორინგი და გამართულობის კონტროლი.
- მონიტორინგის სისტემებში დაფიქსირებულ ალარმებზე დროული რეაგირება.
- შესრულებული სამუშაოების დოკუმენტირება და ტექნიკური ანგარიშების მომზადება.
- მომხმარებლებთან კომუნიკაცია ტელეფონით, ელფოსტითა და CRM სისტემის საშუალებით.
- სხვა ტექნიკურ გუნდებთან ეფექტური კოორდინაცია და ერთობლივი მუშაობა ინციდენტების დროული აღმოფხვრის მიზნით.
- მაღლესი განათლება ან მიმდინარე სწავლა ინფორმაციული ტექნოლოგიების, კომპიუტერული მეცნიერების, ტელეკომუნიკაციების ან მონათესავე მიმართულებით.
- TCP/IP პროტოკოლების ცოდნა.
- Routing & Switching-ის საფუძლების ცოდნა.
- VLAN, STP, OSPF, BGP-ის საბაზისო ან საშუალო დონის ცოდნა.
- IP მისამართების დაგეგმვისა და Subnetting-ის ცოდნა.
- Linux-ის ან Windows Server-ის საბაზისო ადმინისტრირების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
- Cisco, Juniper, MikroTik ან სხვა ქსელურ მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
- ინგლისური ენის ცოდნა ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვისა და წერილობითი კომუნიკაციის დონეზე.
- CCNA, JNCIA ან შესაბამისი ცოდნა/სერტიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად.
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
- ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი.
- გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
- დროის სწორად მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი.
- სტრესულ გარემოში მუშაობისა და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
- ახალი ტექნოლოგიების სწრაფად შესწავლის სურვილი და პროფესიული განვითარების მოტივაცია.