ERP ანალიტიკოსი
"2 ნაბიჯი" ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისათვის 2 ნაბიჯი მთელი ქვეყნის მასშტაბით 500-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე, ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. 2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ ფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით.
,,2 ნაბიჯი" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 5000-მდე თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ.
კომპანია „2 ნაბიჯი“ აცხადებს ვაკანსიას ERP ანალიტიკოსის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი : ორშაბათი - პარასკევი, 09:00 -18:00;
სამუშაო ადგილი : თბილისი , საბურთალო, ელიზბარ მინდელის #3;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ბიზნეს მოთხოვნების დამუშავების ფაზაში, ბიზნეს სტეიკჰოლდერებთან კოლაბორაციაში ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი;
- გადაწყვეტის დიზაინის შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; დეტალური ფუნქციური და არაფუნქციური მოთხოვნების აღწერის შემუშავება, შესაბამისი არტეფაქტების დაგროვება.
- ცვლილებების გავლენის შეფასება (Impact Analysis), ამოცანებისთვის ჩაბარების კრიტერიუმების განსაზღვრა და ბენეფიტურობის ანალიზი (ROI).
- მრავალფუნქციურ გუნდებთან/ვენდორებთან, მათ შორის პროდუქტის მფლობელთან, ანალიტიკოსებთან, ტესტერებთან, დეველოპერებთან და სტეიკჰოლდერებთან მჭიდრო თანამშრომლობა. ასევე გაცემული დავალებების სტატუსების კონტროლი და ტესტირებაში ჩართულობა;
- დასანერგი განახლებების შესაბამისი დოკუმენტაციის მონიტორინგი და სრულყოფაზე ზრუნვა, ასევე Release note-ების, იუზერ გაიდების და ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება;
- საბოლოო მომხმარებლების ტრენინგი (ტრენერების ტრენინგი) და მხარდაჭერა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების ან ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით);
- ERP ანალიტიკოსის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ბიზნეს-მოთხოვნების ანალიზის, მოდელირების (BPMN, Flowcharts) და ტექნიკური დავალებების (BRD/FRS) მომზადების გამოცდილება;
- პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების ციკლის (SDLC), ტესტირების (UAT) და ცვლილებების გავლენის (Impact Analysis) მართვის უნარი;
- აუცილებელია უცხო ენის ცოდნა (ინგლისური ან რუსული)