HR უმცროსი სპეციალისტი — მარშე

მარშე — ლოგო
მარშე

HR უმცროსი სპეციალისტი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

"მარშე" საერთაშორისო სტანდარტების მქონე კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანიაა. დაარსებიდან დღემდე ზრდისა და განვითარების პროცესს უწყვეტად განაგრძობს . ამ ეტაპზე წარმოების ოთხი ძირითადი მიმართულება გვაქვს : ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეული, ხორცპროდუქტები და თევზეული. მარშე აქტიურად არის წარმოდგენილი B2B ბაზარზე, ასევე აქტიურად ავითარებს საცალო ვაჭრობის მიმართულებას.

„მარშე“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: „HR უმცროსი სპეციალისტი“

პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი (თ. ერისთავის ქუჩა N 5)

სამუშაო გრაფიკი: სრული

თუ ხარ დაინტერესებული მზარდ, ქართული პროდუქციის მწარმოებელ კომპანიაში მუშაობით და თუ ეძებ ახალ გამოწვევებს მაშინ შემოუერთდი მარშეს გუნდს!

ძირითადი მოვალეობები:

  • HR პროცესების ყოველდღიური მხარდაჭერა;
  • კანდიდატების ბაზების მართვა და განახლება;
  • რეზიუმეების გადარჩევა და კანდიდატებთან პირველადი კომუნიკაცია;
  • ინტერვიუების დაგეგმვაში დახმარება;
  • დოკუმენტაციის მომზადება და ადმინისტრირება (ხელშეკრულებები, განცხადებები და სხვა.);
  • შიდა კომუნიკაციებში მონაწილეობის მიღება (შეხვედრები,ღონისძიებები და ა.შ.);
  • HR განყოფილების ადმინისტრაციულ საქმიანობაში მხარდაჭერა.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება(სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
  • HR სფეროში მუშაობის გამოცდილება არ არის სავალდებულო;
  • კომუნიკაციისა და ორგანიზების კარგი უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ექსელში მუშაობის შესაძლებლობა;
  • საბაზისო მათემატიკის ცოდნა;
  • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა ;

შერჩევის ეტაპები:

  • გასაუბრება;
  • ტესტირება ექსელში.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ