HR სპეციალისტი, იურისტი — ჯეი ეფ ჯორჯია

ჯეი ეფ ჯორჯია

HR სპეციალისტი, იურისტი

₾3000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ვაცხადებთ ვაკანსიას HR-ის და იურისტის პოზიციაზე.

ორივე პოზიციის შეთავსების შემთხვევაში ანაზღაურება შეადგენს 3000 ლარს.

ადგილმდებარეობა: თბილისი

სამუშაო გრაფიკი: სრული

ანაზღაურება: 3000 ₾

ორშაბათი-პარასკევი: 09:30-18:00 შაბათი: 14:00

სამუშაო აღწერილობა:

  • შრომითი ხელშეკრულებების, ბრძანებების და სხვა დოკუმენტაციის წარმოება საქართველოს შრომითი კანონმდებლობის და კომპანიის წესდების შესაბამისად;
  • თანამშრომლების პირადი საქმეების (შვებულებები, ცნობები) ადმინისტრირება;
  • თანამშრომელთა სამუშაოს აღწერილობების შექმნა და პერიოდული განახლება;
  • თანამშრომელთა შერჩევის პროცესის ორგანიზება, სრული ციკლის მართვა;
  • კომპანიაში ახალი თანამშრომლების ონბორდინგის/ადაპტაციისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება;
  • სახელფასო უწყისის ფაილის მომზადება;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ, პოზიციისა და კომპეტენციიდან გამომდინარე, სხვა, საქმესთან დაკავშირებული დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, ბიზნეს ადმინისტრირების ან ფსიქოლოგიის მიმართულებით;
  • საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა;
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

  • პუნქტუალურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაცია;
  • ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტური მართვის უნარი.

იურისტის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის ყოველდღიური საქმიანობისათვის ხელშეკრულებების შედგენა, აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაცია, ხელშეკრულების მხარესთან მოლაპარაკების პროცესში ჩართვა და კომპანიის ინტერესების დაცვა;
  • წერილების, ბრძანებებისა და სხვა ტიპის დოკუმენტაციის მომზადება;
  • საკანონმდებლო სიახლეების კონტროლი და მათი კომპანიისათვის გაცნობა/ დანერგვის პროცესში მხარდაჭერა;
  • კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე კომპანიის თანამშრომლებისათვის კონსულტაციის გაწევა;
  • შრომით-სამართლებრივ საკითხებში კომპანიის მხარდაჭერა;
  • შიდა პოლიტიკებისა და პროცედურების სამართლებრივი შეფასება და კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში მონაწილეობის მიღება;
  • დირექტორის სხვა დავალებების შესრულება;

ძირითადი მოთხოვნები:

  • იურიდიული განათლების მიმართულებით;
  • აუცილებელია მუშაობის გამოცდილება იურისტის პოზიციაზე;
  • მაგისტრის ხარისხი სამოქალაქო მიმართულებით.
  • აუცილებელია: ინგლისური ენის ცოდნა, სასურველია რუსული ენის ცოდნა.
  • აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ