HR სპეციალისტი/დამწყები HR სპეციალისტი- რუსთავი
"კანო" აცხადებს ვაკანსიას HR სპეციალისტის/დამწყები HR სპეციალისტის თანამდებობაზე.
ქალაქი: რუსთავი
სრული განაკვეთი: გრაფიკი: ორშაბათიდან - პარასკევი (09:30 დან 18:30 მდე);
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ადამიანური რესურსების მართვის, ბიზნეს ადმინისტრირების, ფსიქოლოგიის ან დაკავშირებული მიმართულებით);
- სასურველია HR სფეროში მუშაობის ან სტაჟირების გამოცდილება;
- შრომითი კანონმდებლობის ცოდნა;
- კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Word, Excel, Outlook) კარგი ცოდნა;
- დოკუმენტაციის წარმოებისა და ადმინისტრირების უნარი;
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- სასურველია SELF HR პლატფორმასთან ან ანალოგიურ ადამიანური რესურსების მართვის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
ძირითადი მოვალეობები:
- რეკრუტინგის სრული ციკლის მართვა და შესაბამისი ბაზების/რეპორტების წარმოება;
- კანდიდატების შეფასება და შესაბამის ხელმძღვანელობასთან კოორდინაცია;
- Onboarding და Offboarding პროცესების მართვა, (შრომითი ხელშეკრულებების, შეთანხმებების გაფორმება და მათი რეესტრის მართვა;
- სამუშაო აღწერილობების პოზიციასთან შესაბამისობაში მოყვანა, განახლება;
- ადმინისტრაციული სახის ბრძანებების, შვებულების, ბიულეტენის, მივლინების, ცნობების ადმინისტრირება და მონიტორინგი;
- კანონმდებლობის შესაბამისად ელექტრონულ ტაბელის წარმოება;
- ბენეფიტების ადმინისტრირება;
- სამუშაო დროის აღრიცხვის ადმინისტრირება
- ხელფასების, ბონუსებისა და სხვა კომპენსაციების (Payroll) ყოველთვიური ადმინისტრირება;
- პერსონალის პირადი საქმეების წარმოება/ფაილინგი და დოკუმენტების საარქივოდ მომზადება/გადაცემა;
უნარ-ჩვევები:
- ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
- დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდში ეფექტურად მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
- ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი;
- ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება.
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ ანაზღაურებას;
- პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- სამედიცინო დაზღვევას;
- ფიტპასი.
კომპანიის დასახელება: შპს "კანო";
კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდი: 216 393 980;
საკონტაქტო პირის სახელი, გვარი: ნინო გელაშვილი