HR სპეციალისტი- ბათუმი — სამორინე ეკლიფსი

სამორინე ეკლიფსი

HR სპეციალისტი- ბათუმი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სამორინე "ეკლიფსი" აცხადებს ვაკანსიას HR სპეციალისტის პოზიციაზე ქ. ბათუმში.

მოვალეობები:
  • ახალი თანამშრომლების მიღების, გადაყვანისა და გათავისუფლების გაფორმება;
  • ონბორდინგისა და ადაპტაციის პროცესის ორგანიზება;
  • თანამშრომელთა პირადი საქმეებისა და HR დოკუმენტაციის წარმოება;
  • შრომითი ხელშეკრულებების, ბრძანებებისა და სხვა HR დოკუმენტების მომზადება;
  • თანამშრომელთა დასწრების, შვებულებებისა და სხვა HR მონაცემების აღრიცხვა;
  • სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმისა და თანამშრომლების ბაზის წარმოება;
  • უცხოელი თანამშრომლებისთვის სამუშაო უფლების განაცხადის მოთხოვნა;
  • უცხოელი თანამშრომლების პირადი საქმეების აღრიცხვა და კონტროლი საემიგრაციო პორტალზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
  • უმაღლესი განათლება;
  • HR სფეროში მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
  • აუცილებელია საემიგრაციო პორტალთან მუშაობის გამოცდილება;
  • MS Office-ის (განსაკუთრებით Excel-ის) კარგი ცოდნა;
  • დოკუმენტებთან მუშაობისა და ორგანიზების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კვებას კომპანიის ხარჯზე.

ხელფასის შესახებ შეთანხმება მოხდება გასაუბრების ეტაპზე.

ვაკანსიაზე განაცხადის წარდგენით აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შპს "ალიუდ იუნიტას ჯორჯიას" მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

თქვენს მიერ წარმოდგენილი მონაცემები დამუშავდება მხოლოდ თქვენი კანდიდატურის შესაბამის ვაკანსიაზე დასაქმების განხილვის მიზნებისთვის.

თქვენს მონაცემებს შევინახავთ უსაფრთხოდ, შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომების დაცვით, 6 თვის განმავლობაში იმ შემთხვევისთვის, თუ მომავალში გაჩნდება შესაფერისი პოზიცია და განვიხილავთ თქვენს დასაქმებას. შენახვის ვადის გასვლის შემდეგ ისინი სრულად განადგურდება/წაიშლება.

თქვენ გაქვთ უფლება:

  • მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების შესახებ;
  • მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება ან წაშლა;
  • გამოიხმოთ თანხმობა მონაცემების დამუშავებაზე ნებისმიერ დროს, რის შემდეგაც მონაცემები წაიშლება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  • ისარგებლოთ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ