HR სპეციალისტი — კომპანია

კომპანია

HR სპეციალისტი

₾1500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ლოგისტიკური და საკურიერო კომპანია, რომელიც საქართველოს მასშტაბით მართავს PUDO (Pick-Up & Drop-Off) ქსელს, რეგიონულ ჰაბებსა და თანამედროვე ლოგისტიკურ პროცესებს, გუნდის გაფართოებასთან დაკავშირებით, ვეძებთ მოტივირებულ და პასუხისმგებლობიან HR სპეციალისტს, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანური რესურსების პროცესების ეფექტიან მართვას.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ორხევი

დასაქმება: სრული განაკვეთი

ანაზღაურება: 1500 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

  • თანამშრომლების შერჩევისა და რეკრუტინგის პროცესის მართვა;
  • ახალი თანამშრომლების ონბორდინგისა და ადაპტაციის პროცესის ორგანიზება;
  • თანამშრომელთა პირადი საქმეებისა და HR დოკუმენტაციის წარმოება;
  • შრომითი ხელშეკრულებების, ბრძანებებისა და სხვა HR დოკუმენტების მომზადება;
  • თანამშრომელთა შეფასებისა და KPI პროცესების ადმინისტრირება;
  • თანამშრომელთა დასწრების, შვებულებებისა და სხვა HR მონაცემების აღრიცხვა;
  • კომპანიის შიდა რეგლამენტების, პოლიტიკებისა და პროცედურების შემუშავებაში მონაწილეობა;
  • თანამშრომელთა კმაყოფილების, ჩართულობისა და კორპორაციული კულტურის განვითარების მხარდაჭერა;
  • HR და ადმინისტრაციულ საკითხებზე კონსულტაციის გაწევა მენეჯერებისა და თანამშრომლებისთვის;
  • HR ანგარიშგებისა და ანალიტიკური ინფორმაციის მომზადება ხელმძღვანელობისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია HR, ბიზნეს ადმინისტრირების, ფსიქოლოგიის ან მომიჯნავე მიმართულებით);
  • HR სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
  • შრომითი კანონმდებლობის ცოდნა;
  • MS Office-ის (განსაკუთრებით Excel-ის) კარგი ცოდნა;
  • დოკუმენტებთან მუშაობისა და ორგანიზების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ და მზარდ კომპანიაში მუშაობას;
  • პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
  • საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაო პროცესს.