HR სპეციალისტი
"აუგუსტი" მზარდი კვების ობიექტების ქსელია, რომელიც თბილისის მასშტაბით 9 ფილიალს აერთიანებს. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პროდუქციის ხარისხს, სისუფთავესა და პროცესების ეფექტურ მართვას, რათა მომხმარებლებს მუდმივად სტაბილური და მაღალი ხარისხის მომსახურება შესთავაზოს.
ფუნქციები და მოვალეობები:
- რეკრუტინგისა და პერსონალის შერჩევის სრული პროცესის ორგანიზება და კოორდინაცია;
- შრომითი ხელშეკრულებების, ბრძანებებისა და სხვა HR დოკუმენტაციის მომზადება და წარმოება;
- შვებულებების, ბიულეტენებისა და სხვა HR ადმინისტრაციული პროცესების მართვა;
- Payroll პროცესის სრულად წარმოება;
- მუდმივი და ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
- თანამშრომლებისთვის კონსულტაციის გაწევა HR პოლიტიკებთან, შრომით ურთიერთობებსა და სამუშაო პროცესებთან დაკავშირებულ საკითხებზე;
- თანამშრომლებთან ყოველდღიური კომუნიკაცია, შიდა საკითხების;
- თანამშრომელთა პირადი საქმეებისა და HR დოკუმენტაციის წარმოება და განახლება;
- HR პროცესების გაუმჯობესებასა და კომპანიის შიდა ორგანიზაციული პროცესების განვითარებაში მონაწილეობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- HR სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
- შრომითი კანონმდებლობისა და HR პროცესების ცოდნა;
- რეკრუტინგის, HR ადმინისტრირებისა და Payroll პროცესების გამოცდილება;
- MS Office პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
- ძლიერი კომუნიკაციის, ორგანიზებულობისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ინიციატივიანობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
- ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და რამდენიმე პროცესის ერთდროულად მართვის უნარი.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი, ნაძალადევი, ჭყონდიდელის N109;
- სამუშაო საათები: 11:00-18:00;
- დასვენების დღეები: შაბათი, კვირა.
რას გთავაზობთ:
- თანამშრომლებისთვის 30%-იანი ფასდაკლება კომპანიის პროდუქტებზე;
- FitPass-ის სერვისი;
- მეგობრული და კომფორტული სამუშაო გარემო.