HR მენეჯერი — Glass Work

Glass Work — ლოგო
Glass Work

HR მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "Glass Work" წარმოადგენს ყველაზე დიდ მინის საწარმოს საქართველოში, რომლის საწარმო ფართი 32000 კვ.მ-ზეა განთავსებული. "Glass Work"-ის საწარმოო ხაზი აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით და სპეც-ტექნიკით, ხოლო მაღალკვალიფიცირებული პერსონალი, უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით უზრუნველყოფს პროდუქციის უმაღლეს ხარისხს.

კომპანია "Glass Work" აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, რუსთავის გზ. 50 (ქვემო ფონიჭალა)

სამუშაო განრიგი: 09:00-18:00 სთ.

ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • თანამშრომლების შერჩევისა და რეკრუტინგის პროცესის მართვა;
  • ახალი თანამშრომლების ონბორდინგისა და ადაპტაციის პროცესის ორგანიზება;
  • თანამშრომელთა პირადი საქმეებისა და HR დოკუმენტაციის წარმოება;
  • შრომითი ხელშეკრულებების, ბრძანებებისა და სხვა HR დოკუმენტების მომზადება;
  • თანამშრომელთა შეფასებისა და KPI პროცესების ადმინისტრირება;
  • თანამშრომელთა დასწრების, შვებულებებისა და სხვა HR მონაცემების აღრიცხვა;
  • სამუშაო გრაფიკების აწყობა მართვა, ზეგანაკვეთურების მართვა და სხვა;
  • ტაბელის წარმოება, შრომის კანონმდებლობის შესაბამისად;
  • სახელფასო უწყისის მომზადება;
  • კომპანიის შიდა რეგლამენტების, პოლიტიკებისა და პროცედურების შემუშავებაში მონაწილეობა;
  • თანამშრომელთა კმაყოფილების, ჩართულობისა და კორპორაციული კულტურის განვითარების მხარდაჭერა;
  • HR და ადმინისტრაციულ საკითხებზე კონსულტაციის გაწევა მენეჯერებისა და თანამშრომლებისთვის;
  • HR ანგარიშგებისა და ანალიტიკური ინფორმაციის მომზადება ხელმძღვანელობისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია HR);
  • HR სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • შრომითი კანონმდებლობის ცოდნა;
  • MS Office-ის (განსაკუთრებით Excel-ის) კარგი ცოდნა;
  • დოკუმენტებთან მუშაობისა და ორგანიზების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ