HR მენეჯერი
საფინანსო ორგანიზაცია "გოა კრედიტი" 2008 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე, თბილისსა და რეგიონებში.
საფინანსო ორგანიზაცია "გოა კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- შერჩევის პროცესების მართვა;
- ახალი თანამშრომლის ეფექტური ადაპტაციის უზრუნველყოფა;
- თანამშრომელთა შესრულებული სამუშაოს მართვა და კონტროლი;
- არსებული თანამშრომლების კარიერული წინსვლის/დაწინაურების სისტემების მონიტორინგი;
- სახელფასო სისტემის, შვებულებებისა და დეკრეტების ადმინისტრაციული საქმიანობის სისტემური მართვა და კონტროლი;
- შეფასების სისტემების დახვეწა, განხორციელება და მონიტორინგი;
- თითოეული პოზიციისთვის სამუშაო აღწერილობის შედგენა (საჭიროებისამებრ, პერიოდული კორექტირება);
- კორპორატიული კულტურის ჩამოყალიბება არსებული თანამშრომლების საჭიროებებზე მორგებით;
- პროფესიული განვითარების ტრენინგების დაგეგმვა, წარმართვის მონიტორინგი და რეპორტინგი;
- კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია უმაღლესი განათლება ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით;
- ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
- საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Word, Excel, PowerPoint).
პიროვნული უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- შედეგებზე ორიენტირება.
სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო, პეკინის N3
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 10:00-18:00; შაბათი - 10:00-14:00.
ანაზღაურება: 1700 ლარი