HR მენეჯერი
WST Georgia ეძებს HR მენეჯერს
"WST Georgia" არის კავკასიაში ერთ-ერთი წამყვანი ტურისტული მიმართულებების მართვის კომპანია (Destination Management Company), რომელიც ბაზარზე 12 წელზე მეტია ოპერირებს. 2025 წელს კომპანია ნომინირებული იყო World Travel Awards-ზე.
ვეძებთ ძლიერ და გამოცდილ HR მენეჯერს, რომელიც ჩვენი გუნდის განვითარებას, გაფართოებასა და ოპტიმიზაციას უხელმძღვანელებს.
თქვენი მოვალეობები:
- რეკრუტინგის სრული ციკლის მართვა (გაყიდვების, გიდების, ოპერაციების და ადმინისტრაციული მიმართულებებით);
- თანამშრომლების ონბორდინგისა და ადაპტაციის პროცესების შექმნა და გაუმჯობესება;
- HR სისტემების, პოლიტიკისა და კომპანიის შიდა სტრუქტურის განვითარება;
- გუნდის ეფექტურობისა და თანამშრომლების ჩართულობის გაუმჯობესება;
- უშუალოდ კომპანიის უმაღლეს მენეჯმენტთან მუშაობა კომპანიის მასშტაბის გასაზრდელად.
მოთხოვნები:
- HR სფეროში მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (რეკრუტინგის გამოცდილება აუცილებელია);
- ძლიერი კომუნიკაციისა და ლიდერული უნარები;
- გუნდებისა და სამუშაო პროცესების შექმნის გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა — აუცილებელი, რუსული — სასურველი;
- შედეგზე ორიენტირებული აზროვნება.
რას გთავაზობთ:
- მუშაობას სწრაფად მზარდ ტურისტულ კომპანიაში;
- კონკურენტულ ანაზღაურებას + შედეგებზე დაფუძნებულ ბონუსებს;
- შესაძლებლობას, ნულიდან შექმნათ და ჩამოაყალიბოთ გუნდი;
- რეალურ გავლენას კომპანიის განვითარებასა და ზრდაზე;
- დინამიკურ და საერთაშორისო სამუშაო გარემოს.