HR რეკრუტერი
"იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს" არის ახალი 5* ბუტიკ სასტუმრო თბილისის ცენტრში, რომელიც მელიქიშვილის გამზირის 47/49 ნომერში მდებარეობს. სასტუმრო გამოირჩევა თანამედროვე, დახვეწილი დიზაინით და სტუმრებს 67 კომფორტულ ოთახს, აუზს, სპა და ველნეს ცენტრს, რესტორანსა და უნიკალურ ჯაზ-ბარს სთავაზობს. ეს არის სივრცე, სადაც ქალაქის ენერგია, სტილი და დასვენება ერთიანდება.
სასტუმრო ქართულ-სლოვაკური საინვესტიციო კომპანია "ჯინო ჰოლდინგის" შემადგენლობაში შედის, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს დასვენების, სტუმარ-მასპინძლობისა და უძრავი ქონების სექტორში.
"იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს" აცხადებს ვაკანსიას HR რეკრუტერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- რეკრუტინგის სრული ციკლის მართვა: ვაკანსიების განთავსება, კანდიდატების შერჩევა, ინტერვიუების ჩატარება და შერჩევის პროცესის კოორდინაცია
- თანამშრომელთა მიღების, ადაპტაციისა და გათავისუფლების პროცესების მართვაში მხარდაჭერა
- HR ადმინისტრაციული დოკუმენტაციის წარმოება (შრომითი ხელშეკრულებები, შიდა რეგულაციები, ბრძანებები და სხვა)
- ხელფასების ადმინისტრირების პროცესის მართვაში მხარდაჭერა
- თანამშრომელთა ტრენინგებისა და განვითარების საჭიროებების იდენტიფიცირება
- სასწავლო და განვითარების პროგრამების დაგეგმვა და ორგანიზება
- თანამშრომელთა შესრულების შეფასების პროცესში მონაწილეობა
- შიდა კომუნიკაციისა და კორპორაციული კულტურის განვითარებაში აქტიური ჩართულობა
- შრომის კანონმდებლობის შესაბამისად HR პროცესების უზრუნველყოფა
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ადამიანური რესურსების მართვის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მონათესავე სფეროში
- HR მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
- საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა
- საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Outlook)
- ინგლისური ენის ცოდნა
კომპანია გთავაზობთ:
- მეგობრულ სამუშაო გარემოს
- კონკურენტულ ანაზღაურებას
- დამატებით პრივილეგიებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობას)
- კვებით უზრუნველყოფას