HR მენეჯერის ასისტენტი — კომპანია

კომპანია

HR მენეჯერის ასისტენტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ჩვენ ვეძებთ HR მენეჯერის ასისტენტს, რომელიც დაეხმარება HR მენეჯერს და გადაიბარებს ყოველდღიურ საოპერაციო პროცესებს. თქვენს დროს ძირითადად ორ მიმართულებაზე გადაანაწილებთ: ერთის მხრივ ადმინისტრირებაზე, ხოლო მეორეს მხრივ ახალი თანამშრომლების მოძიებაზე, გასაუბრებებსა და ონბორდინგზე (Onboarding).

რას გააკეთებთ:
  • თანამშრომელთა ჩანაწერების ზუსტად და ორგანიზებულად განახლება;
  • თანამშრომელთა მიღების, ცვლილებებისა და წასვლის საბუთების სწორად და დროულად გაფორმება;
  • ბენეფიტებისა და შეღავათების კოორდინირება;
  • ღია პოზიციების განთავსება შესაბამის არხებში;
  • კანდიდატების შემოწმება და სკრინინგი დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
  • გასაუბრებების ორგანიზება და დაქირავების პროცესის მხარდაჭერა.
მოთხოვნები:
  • ქართული ენის სრულყოფილად ფლობა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1+ წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
თვისებები, რომლებიც მნიშვნელოვანია ამ როლისთვის:
  • ორგანიზებულობა: ჩანაწერები, საბუთები და ვადები კონტროლდება ისე, რომ არაფერი გამორჩეს;
  • ოპერატიულობა: პასუხობთ სწრაფად ან გულწრფელად ამბობთ, როდის გექნებათ პასუხი;
  • ცნობისმოყვარეობა: გაინტერესებთ HR საქმიანობა და გსურთ დროთა განმავლობაში ამ სფეროში გაიზარდოთ.

ანაზღაურება: 1800 (ნეტი/ხელზე ასაღები)