HR მენეჯერი- ბათუმი — მანდარინი

მანდარინი

HR მენეჯერი- ბათუმი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სამორინე "მანდარინი" აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ბათუმი

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე (ორშაბათი - პარასკევი)

დასვენების დღეები: შაბათი და კვირა

ძირითადი მოვალეობები:

  • თანამშრომელთა შერჩევისა და რეკრუტინგის პროცესის მართვა;
  • ვაკანსიების განთავსება, კანდიდატების მოძიება და გასაუბრებების ორგანიზება;
  • თანამშრომელთა ადაპტაციისა და ინტეგრაციის პროცესის კოორდინაცია;
  • პერსონალის დოკუმენტაციის წარმოება და განახლება;
  • შრომითი ურთიერთობების ადმინისტრირება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
  • მენეჯმენტისთვის HR მიმართულებით საჭირო ანგარიშებისა და ინფორმაციის მომზადება;
  • სხვა ყოველდღიური HR პროცესების მართვა და კოორდინაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ადამიანური რესურსების მართვის, ბიზნეს ადმინისტრირების ან შესაბამისი მიმართულებით);
  • HR სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • შრომითი კანონმდებლობის საფუძვლების ცოდნა;
  • MS Office პროგრამების ცოდნა;
  • რუსული ენის ცოდნა სავალდებულოა;
  • ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარები:

  • ძლიერი კომუნიკაციისა და ორგანიზების უნარები;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის უნარი;
  • პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი.