HR მენეჯერი- ბათუმი — მეტროპოლ მენეჯმენტ

მეტროპოლ მენეჯმენტ

HR მენეჯერი- ბათუმი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

მეტროპოლი ერთ-ერთი წამყვანი დეველოპერული კომპანიაა, რომელიც ქმნის თანამედროვე საცხოვრებელ და კომერციულ პროექტებს. ბათუმის ფილიალი აფართოებს გუნდს და ეძებს მოტივირებულ, პასუხისმგებლიან და განვითარებაზე ორიენტირებულ HR მენეჯერს, რომელიც აქტიურად ჩაერთვება ადამიანური რესურსების მართვის პროცესებში და ხელს შეუწყობს ძლიერი კორპორაციული კულტურის ჩამოყალიბებას.

ლოკაცია: ბათუმი

დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

  • ვაკანსიების მართვა, კანდიდატების მოძიება, შერჩევა და რეკრუტინგის პროცესის სრული კოორდინაცია.
  • ონბორდინგისა და ოფბორდინგის პროცესების ორგანიზება.
  • თანამშრომელთა ადაპტაციისა და განვითარების პროცესების მხარდაჭერა.
  • HR დოკუმენტაციის, შიდა პოლიტიკებისა და პროცედურების მომზადება და განახლება.
  • თანამშრომელთა შეფასებისა და მოტივაციის პროცესებში მონაწილეობა.
  • ტრენინგებისა და განვითარების პროგრამების ორგანიზება.
  • თანამშრომელთა ჩართულობისა და კორპორატიული კულტურის განვითარების ხელშეწყობა.
  • შრომითი კანონმდებლობის შესაბამისად HR პროცესების ადმინისტრირება.
  • დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან მჭიდრო თანამშრომლობა ადამიანური რესურსების მიმართულებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • HR სფეროში მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება.
  • რეკრუტინგისა და შერჩევის პროცესების პრაქტიკული გამოცდილება.
  • HR დოკუმენტაციისა და შრომითი კანონმდებლობის კარგი ცოდნა.
  • ინგლისური და რუსული ენების სამუშაო დონეზე ცოდნა.
  • Microsoft Office-ის პროგრამების ეფექტურად გამოყენების უნარი.
  • ძლიერი კომუნიკაციის, ორგანიზების, დროის მართვისა და პრობლემების გადაჭრის უნარები.
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ინიციატივიანობა და შედეგზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • კონკურენტულ ანაზღაურებას.
  • ჯანმრთელობის დაზღვევას.
  • კვების უზრუნველყოფას.
  • კორპორატიულ ნომერს.
  • პროფესიული განვითარების, სწავლებისა და კარიერული დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას.
  • ტრენინგებსა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებს.
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს, გუნდურ აქტივობებსა და თიმბილდინგებს.

შემოუერთდით მეტროპოლის ბათუმის გუნდს!