HR მენეჯერი/აღმასრულებელი მდივანი — მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ცენტრალი

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ცენტრალი

HR მენეჯერი/აღმასრულებელი მდივანი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ცენტრალი" აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის/აღმასრულებელი მდივნის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი (გიორგი სააკაძის მე-2 გასასვლელი N11ა)

სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 და თვეში ორი შაბათი 10:00-14:00).

ანაზღაურება: შეთანხმებით

ენები: ინგლისური და ქართული.

მთავარი მოთხოვნა არის ინგლისურის კარგი ცოდნა. თუ არ საუბრობთ ინგლისურად, გთხოვთ, არ შემოიტანოთ განაცხადი.

სამუშაო აღწერილობა:

  • შრომითი ხელშეკრულებების, ბრძანებების და სხვა დოკუმენტაციის წარმოება საქართველოს შრომითი კანონმდებლობის და კომპანიის წესდების შესაბამისად;
  • თანამშრომლების პირადი საქმეების (შვებულებები, ცნობები) ადმინისტრირება;
  • თანამშრომელთა სამუშაოს აღწერილობების შექმნა და პერიოდული განახლება;
  • თანამშრომელთა შერჩევის პროცესის ორგანიზება, სრული ციკლის მართვა;
  • კომპანიაში ახალი თანამშრომლების ონბორდინგის/ადაპტაციისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება;
  • სახელფასო უწყისის ფაილის მომზადება;
  • აღმასრულებელი დირექტორის ყოველდღიურ საქმიანობაში მხარდაჭერა;
  • საქმიანი შეხვედრების ორგანიზება;
  • შეხვედრებზე დასწრება, საჭიროებისამებრ თარგმნა;
  • საქმიანი კორესპონდენციის მართვა;
  • წერილების/დოკუმენტაციის მიღება - გაგზავნა, თარგმნა;
  • შემოსულ ზარებზე პასუხი;
  • მივლინება და სხვა ვიზიტებთან დაკავშირებული ავიაბილეთებისა და სასტუმროების დაჯავშნა;
  • საჭიროებისამებრ სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა;
  • სასურველია HR მენეჯერად ან ადმინისტრაციულ მდივნად მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა (B2-C1);
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

  • პუნქტუალურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაცია;
  • ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტური მართვის უნარი.

არაუგვიანეს 25/06/2026

წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.