HR მენეჯერი — დელივეროუ

დელივეროუ — ლოგო
დელივეროუ

HR მენეჯერი

₾2000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "დელივეროუ" არის საკურიერო-ლოგისტიკური კომპანია, რომელიც 5 წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე, როგორც მსხვილ კონტრაქტორებთან, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესთან;

დელივეროუ აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დ.გურამიშვილის გამზ.;

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 18:00 საათამდე;

ანაზღაურება: 2000 ლარი Net;

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

  • HR პროცესების სრული ციკლი;
  • პერსონალთან დაკავშირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების (ბრძანების)და სხვა საჭირო დოკუმენტების მომზადება/შენახვა;
  • თანამშრომელთა სამუშაოს აღწერილობების შექმნა და პერიოდული განახლება;
  • დასაქმებულთა გრაფიკების კონტროლი;
  • პერსონალთან დაკავშირებული საქმის წარმოება;
  • თანამშრომლების შერჩევის პროცესების მართვა და კანდიდატების შერჩევა;
  • თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლებაზე ზრუნვა;
  • დასაქმებულებთან კომუნიკაცია და პრობლემური საკითხების განხილვა, მოგვარება;
  • Payroll - სახელფასო ფაილის მომზადება და ხელფასების დარიცხვაში მონაწილეობის მიღება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ფსიქოლოგიის მიმართულებით);
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება HR მენეჯერის პოზიციაზე;
  • კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Microsoft word, Excel, Outlook);
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა (სასურველია);

პიროვნული თვისებები:

  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • შემოქმედებითი და ინოვაციური მიდგომა;
  • მუდმივი განვითარებასა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;

ჩვენი კომპანია გთავაზობთ:

  • ჩვენი კომპანია მუშაობას გთავაზობთ კომფორტულ და გუნდურ გარემოში.
  • ხელფასის ზრდის პერსპექტივა;

შერჩევის ეტაპებია: რეზიუმეების გადარჩევა, ინდივიდუალური გასაუბრება.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 05.07.2026

გაცნობებთ რომ კომპანია დელივეროუ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად.