HR მენეჯერი — ჯითექსი

ჯითექსი — ლოგო
ჯითექსი

HR მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "ჯითექსი" 2007 წელს დაარსდა და მას შემდეგ წარმატებულად ოპერირებს ბაზარზე ტანსაცმლის, ავეჯისა და სახლის აქსესუარების ხაზით. იგი აერთიანებს ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორიცაა: Penti, Matalan, OVS, Terranova, KIABI, Enza Home, EnglishHome, Principe. კომპანია წარმოდგენილია 30-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავსა და გორში.

"ჯითექსი" აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე

სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 40 საათი.

ლოკაცია: ქ. თბილისი, მუხრან მაჭავარიანის 4ბ.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული პროცესების განსაზღვრა/მართვა;
  • ადამიანური რესურსების კუთხით სტრატეგიული პროექტების მართვა;
  • თანამშრომელთა შერჩევის პროცესის გამართვა/მართვა ვაკანსიის გამოცხადებიდან შერჩევა/დაქირავებამდე;
  • თანამშრომელთა სწავლებისა და განვითარების სტრატეგიის შემუშავება და შესაბამისი აქტივობების განხორციელება;
  • ორგანიზაციული კულტურის გაჯანსაღებისათვის შესაბამისი აქტივობების დაინიცირება/დაორგანიზება;
  • საჭიროების შემთხვევაში ორგანიზაციული კვლევების ჩატარება/დამუშავება და მისი დამუშავების შედეგად მიღებული მონაცემების საფუძველზე სტრატეგიული გადაწყვეტილებების მირება/ინიცირება;
  • შეფასების სისტემის დანერგვა/გაუმჯობესება;
  • კომპანიის HR პოლიტიკის და სხვა წესების შემუშავება/განახლებაში მონაწილეობის მიღება;
  • HR დოკუმენტაციის: თანამშრომელთა ხელშეკრულებების, პირადი საქმეებისა და პერსონალთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების/ბრძანებების მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება HR-ის, ფსიქოლოგიის, სოციოლოგიის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
  • მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით (სასურველია სხვადასხვა მიმართულების HR-ის პოზიციებიდან);
  • ინგლისური ენის ცოდნა (მინიმუმ B2 დონეზე).

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • სწავლების უნარი;
  • საქმიანობის ორგანიზების, დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
  • თანამშრომელთა მართვის, მოტივირებისა და მათი საქმეში შემოერთების უნარი;
  • უკუკავშირის მიღებისა და გაცემის უნარი;
  • პრიორიტეტების სწორად განსაზღვრისა და საქმის ბოლომდე მიყოლის უნარი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 30 ივნისი.