HR მენეჯერი
შპს "G&A GROUP"-ი წარმოადგენს ლოჯისტიკურ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც 2012 წლიდან ახორციელებს გაყინული ხორც პროდუქტების იმპორტს და "რერა"-სა და „ხინდა“-ს ნახევარ ფაბრიკატების წარმოება - დისტრიბუციას საქართველოს ბაზარზე. შპს "G&A GROUP" აცხადებს ვაკანსიას თბილისში HR მენეჯერის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის მიზნების, ამოცანებისა და სტრატეგიის განსაზღვრასა და დამტკიცებაში მონაწილეობა.
- ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის, პროცედურების შემუშავება.
- სამუშაო აღწერილობის მომზადება.
- ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ორგანიზება და მონიტორინგი.
- კომპანიის მაღალკვალიფიციური და მოტივირებული კადრებით უზრუნველყოფა.
- კადრების დაკავებულ თანამდებობებთან (პოზიციებთან) შესაბამისობის უზრუნველყოფა.
- კომპანიის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად თანამშრომლების მუდმივი განვითარება მაღალკვალიფიციური, თანამედროვეობის შესაბამისი კადრების შენარჩუნება/მომზადების მიზნით;
- თანამშრომლების მოტივაციისა და კმაყოფილების ზრდა;
- თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება.
- მოხსენებების საფუძველზე მივლინებების, შვებულებების, დანიშნვა-გათავისუფლების საკადრო ბრძანებების მომზადება.
- თანამშრომელთა არსებული პრობლემების გამოვლენა, მათი გადაჭრის გზების გამონახვა და სამართლიანი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა.
- არაფორმალური ურთიერთობის გაუმჯობესების უზრუნველყოფა თანამშრომლებსა და მენეჯმენტს შორის, ღონისძიებების დაგეგმვა.
- სხვადასხვა ხელშეკრულებების მომზადება, მათზე ხელმოწერის უზრუნველყოფა ორივე მხარის მიერ და შესაბამის პირად საქმეში დაარქივება.
- კომპანიაში ტრენინგების საჭიროების დადგენა და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა.
- კომპანიაში მომუშავე თანამშრომლების ჯანმრთელობის და შრომის უსაფრთხოების დაზღვევებში ჩართვა და ამისთვის სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობა.
- სახელფასო პოლიტიკის მართვა, დარღვევებისა და დაკავებების პროგრამაში ასახვა,
- ტაბელის წარმოება, შრომის კანონმდებლობის შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მსგავს პოზიციაზე მუშობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- შრომის კოდექსის ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
- ძლიერი ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- კარგი წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- პასუხისმგებლობის გრძობა;