HR მენეჯერი — ჯეი ეფ ჯორჯია

ჯეი ეფ ჯორჯია

HR მენეჯერი

₾2000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

JF Georgia, აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი (ე. ანდრონიკაშვილის ქ #37ა)

სამუშაო გრაფიკი: სრული

ანაზღაურება: 2000 ₾

სამუშაო აღწერილობა:

  • შრომითი ხელშეკრულებების, ბრძანებების და სხვა დოკუმენტაციის წარმოება საქართველოს შრომითი კანონმდებლობის და კომპანიის წესდების შესაბამისად;
  • თანამშრომლების პირადი საქმეების (შვებულებები, ცნობები) ადმინისტრირება;
  • თანამშრომელთა სამუშაოს აღწერილობების შექმნა და პერიოდული განახლება;
  • თანამშრომელთა შერჩევის პროცესის ორგანიზება, სრული ციკლის მართვა;
  • კომპანიაში ახალი თანამშრომლების ონბორდინგის/ადაპტაციისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება;
  • სახელფასო უწყისის ფაილის მომზადება;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ, პოზიციისა და კომპეტენციიდან გამომდინარე, სხვა, საქმესთან დაკავშირებული დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, ბიზნეს ადმინისტრირების ან ფსიქოლოგიის მიმართულებით;
  • საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა;
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

  • პუნქტუალურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაცია;
  • ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტური მართვის უნარი.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ