HR მენეჯერი — G&A Group

G&A Group

HR მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "G&A GROUP"-ი წარმოადგენს ლოჯისტიკურ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც 2012 წლიდან ახორციელებს გაყინული ხორც პროდუქტების იმპორტს და "რერა"-სა და "ხინდა"-ს ნახევარ ფაბრიკატების წარმოება - დისტრიბუციას საქართველოს ბაზარზე.

შპს "G&A GROUP" აცხადებს ვაკანსიას თბილისში HR მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია მოვალეობები:
  • კომპანიის მიზნების, ამოცანებისა და სტრატეგიის განსაზღვრასა და დამტკიცებაში მონაწილეობა;
  • ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის, პროცედურების შემუშავება;
  • სამუშაო აღწერილობის მომზადება;
  • ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ორგანიზება და მონიტორინგი;
  • კომპანიის მაღალკვალიფიციური და მოტივირებული კადრებით უზრუნველყოფა;
  • კადრების დაკავებულ თანამდებობებთან (პოზიციებთან) შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • კომპანიის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად თანამშრომლების მუდმივი განვითარება მაღალკვალიფიციური, თანამედროვეობის შესაბამისი კადრების შენარჩუნება/მომზადების მიზნით;
  • თანამშრომლების მოტივაციისა და კმაყოფილების ზრდა;
  • თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება;
  • მოხსენებების საფუძველზე მივლინებების, შვებულებების, დანიშვნა- გათავისუფლების საკადრო ბრძანებების მომზადება;
  • თანამშრომელთა არსებული პრობლემების გამოვლენა, მათი გადაჭრის გზების გამონახვა და სამართლიანი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა;
  • არაფორმალური ურთიერთობის გაუმჯობესების უზრუნველყოფა თანამშრომლებსა და მენეჯმენტს შორის, ღონისძიებების დაგეგმვა;
  • სხვადასხვა ხელშეკრულებების, მომზადება, მათზე ხელმოწერის უზრუნველყოფა ორივე მხარის მიერ და შესაბამის პირად საქმეში დაარქივება;
  • კომპანიაში ტრენინგების საჭიროების დადგენა და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა;
  • კომპანიაში მომუშავე თანამშრომლების ჯანმრთელობის და შრომის უსაფრთხოების დაზღვევებში ჩართვა და ამისთვის სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობა;
  • სახელფასო პოლიტიკის მართვა, დარღვევებისა და დაკავებების პროგრამაში ასახვა;
  • ტაბელის წარმოება, შრომის კანონმდებლობის შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • შრომის კოდექსის ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
  • ძლიერი ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • კარგი წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ