HR მენეჯერი — ექსპრეს საქართველო 2025

ექსპრეს საქართველო 2025

HR მენეჯერი

₾2000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "ექსპრეს საქართველო 2025" არის საკურიერო-ლოგისტიკური კომპანია, რომელიც წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე, როგორც მსხვილ კონტრაქტორებთან, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესთან.

"ექსპრეს საქართველო 2025" აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე:

სამუშაო ადგილი: თბილისი, დ.გურამიშვილის გამზ.;
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 18:00 საათამდე;
ანაზღაურება: 2000 ლარი Net;
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 14.10.2026.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

  • HR პროცესების სრული ციკლი;
  • პერსონალთან დაკავშირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების (ბრძანების)და სხვა საჭირო დოკუმენტების მომზადება და შენახვა;
  • თანამშრომელთა სამუშაოს აღწერილობების შექმნა და პერიოდული განახლება (საჭიროების შესაბამისად);
  • დასაქმებულთა გრაფიკების კონტროლი;
  • პერსონალთან დაკავშირებული საქმის წარმოება;
  • თანამშრომლების შერჩევის პროცესების მართვა და კანდიდატების შერჩევა;
  • თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლებაზე ზრუნვა;
  • დასაქმებულებთან მუდმივი კომუნიკაცია და პრობლემური საკითხების განხილვა, მოგვარება;
  • Payroll - სახელფასო ფაილის მომზადება და ხელფასების დარიცხვაში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ფსიქოლოგიის მიმართულებით);
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება HR მენეჯერის პოზიციაზე;
  • კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Microsoft word, Excel, Outlook);
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა (სასურველია).

პიროვნული თვისებები:

  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • შემოქმედებითი და ინოვაციური მიდგომა;
  • მუდმივი განვითარებასა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა.

ჩვენი კომპანია გთავაზობთ:

  • ჩვენი კომპანია მუშაობას გთავაზობთ კომფორტულ და გუნდურ გარემოში;
  • ხელფასის ზრდის პერსპექტივა.

შერჩევის ეტაპებია: რეზიუმეების გადარჩევა, ინდივიდუალური გასაუბრება.

გაცნობებთ რომ კომპანია "ექსპრეს საქართველო 2025" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად.