HR მენეჯერი
შპს "M.a.M" აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე.
ლოკაცია: თბილისი, შავი ზღვის პლაზა
ანაზღაურება: 1400 ლარი
გრაფიკი: ყოველდღე 09:00-17:00, შაბათ-კვირა დასვენება
სარგო: უფასო ჯანმრთელობის დაზღვევა
მოვალეობები:
- კომპანიის შიდა დოკუმენტების (მათ შორის შინაგანაწესის, პროცედურების, შრომითი ხელშეკრულების, HR პოლიტიკის დოკუმენტის) შემუშავება ან/და განახლება, მომზადებული შინაარსის, განხორციელების შეფასება;
- ორგანიზაციული კულტურის განვითარების ხელშეწყობა;
- თანამშრომელთა მოზიდვისა და ადაპტაციის პროცესის ერთიანი სისტემის შემუშავება, მართვა და დანერგვა, მიმდინარეობის ანალიზი;
- თანამშრომელთა მოტივაციასა და შენარჩუნებაზე ზრუნვა;
- თანამშრომელთა შერჩევის პროცესის მართვა (რეზიუმეების გადარჩევა, დაბარება);
- სამუშაო აღწერილობების მომზადება და პერიოდული განახლება;
- პერსონალის მართვა და დენადობის კონტროლი;
- HR რეპორტინგის წარმოება და ანალიზი;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ, პოზიციისა და კომპეტენციიდან გამომდინარე, სხვა, საქმესთან დაკავშირებული დავალებების შესრულება.
სამუშაო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (ფსიქოლოგიის, ბიზნეს ადმინისტრირების ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით);
- სავალდებულოა აღნიშნული მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- საქართველოს შრომის კანონმდებლობის ცოდნა.