HR მენეჯერი
ჩვენი გუნდი ეძებს გამოცდილ, ორგანიზებულ და ადამიანებზე ორიენტირებულ HR მენეჯერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კომპანიის ადამიანური რესურსების მიმართულების ეფექტიან მართვაზე და ძლიერი გუნდის ჩამოყალიბებაზე.
საქმიანობა მოიცავს 2 ბიზნეს მიმართულებას: ჰოსფითალითი (ბუტიკური ტიპის სასტუმროები) და ენერგეტიკის სფეროს.
ძირითადი მოვალეობები:
- პერსონალის შერჩევისა და რეკრუტირების პროცესის სრულად მართვა;
- ვაკანსიების განთავსება, კანდიდატების მოძიება და გასაუბრებების ორგანიზება;
- ახალი თანამშრომლების ადაპტაციისა და ონბორდინგის პროცესის მართვა;
- თანამშრომლების დოკუმენტაციის, ტაბელისა და პირადი საქმეების წარმოება;
- ადმინისტრაციული საქმეების წარმოება;
- თანამშრომელთა შეფასებისა და განვითარების პროცესებში მონაწილეობა;
- შრომითი დისციპლინისა და კომპანიის შიდა პოლიტიკის მონიტორინგი;
- თანამშრომლების მოტივაციისა და კორპორაციული კულტურის განვითარებაზე ზრუნვა;
- მენეჯმენტთან მჭიდრო თანამშრომლობა პერსონალთან დაკავშირებული საკითხების ეფექტურად გადასაჭრელად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- HR სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- შრომის კანონმდებლობის ცოდნა;
- კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
- კონფიდენციალურობის დაცვა და პროფესიული ეთიკის მაღალი სტანდარტი;
- ინგლისური ენის ცოდნა სასურველია;
- სასტუმრო/ჰოსპიტალიტის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ:
- საინტერესო და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
- მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს;
- კონკურენტულ ანაზღაურებას გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.