HR მენეჯერი
შპს "ბუმ გრუპი" წარმოადგენს არაალკოჰოლური, გამაგრილებელი სასმელების მწარმოებელ კომპანიას.
ორგანიზაცია საკუთარი გუნდისთვის ეძებს HR მენეჯერს.
ძირითადი მოვალეობები:
- კულტურის სტრატეგიის შემუშავება - ორგანიზაციული ღირებულებების, მისიისა და ხედვის განსაზღვრა და მათი მორგება კომპანიის ბიზნეს მიზნებთან;
- შიდა კომუნიკაციის მართვა - გამჭვირვალე და ღია კომუნიკაციის არხების/სისტემების შექმნა, რათა ყველანაირი ინფორმაცია, სიახლეები, ცვლილებები ყველასთვის თანაბრად იყოს ხელმისაწვდომი;
- რეკრუტინგი - ვაკანსიების მართვა, კანდიდატების მოძიება და გასაუბრებების ჩატარება;
- ონბორდინგი - ახალი თანამშრომლების მიღება და ადაპტაციის პროცესის ხელშეწყობა;
- HR ადმინისტრირება - თანამშრომლების პირადი საქმეების/დოკუმენტაციის/ხელშეკრულებების წარმოება შრომის კოდექსის დაცვით;
- სამუშაო დროის აღრიცხვა (ტაბელი), შვებულებებისა და დაზღვევის მართვა;
- თანამშრომელთა შეფასების სისტემის მხარდაჭერა, თანამშრომლების მიღწევების, ინიციატივებისა და იმ ქცევების წახალისება, რომლებიც ასახავს კომპანიის ღირებულებებს;
- თანამშრომელთა ჩართულობისა და კმაყოფილების გაზომვა: რეგულარული გამოკითხვების ჩატარება, შედეგების ანალიზი და გაუმჯობესების სამოქმედო გეგმების შემუშავება; თანამშრომლის ორგანიზაციიდან წასვლის პროცესის მართვა;
- ჯანსაღი სამუშაო გარემოსა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა - ფსიქოლოგიური უსაფრთხოების, სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსისა და სხვადასხვა კორპორატიული ღონისძიების ორგანიზება;
- შიდა კორპორატიული კულტურა - გუნდური აქტივობებისა და თიმბილდინგების ორგანიზება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება: ბაკალავრი ბიზნეს ადმინისტრირებაში, ფსიქოლოგიაში, სოციოლოგიაში ან რომელიმე მომიჯნავე დისციპლინაში;
- HR სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- საქართველოს შრომის კოდექსის სრულყოფილი ცოდნა; კვების ინდუსტრიის მარეგულირებელი კანონმდებლობის მცოდნე კანდიდატს მიენიჭება უპირატესობა;
- საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
- კარგი კომუნიკაციის, ემპათიისა და პრობლემების მოგვარების უნარი.
- ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა, რუსული ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა.
რას გთავაზობთ:
- კონკურენტულ ანაზღაურებას - 3000 (სამი ათასი) ლარი, ხელზე ასაღები.
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კორპორაციულ ნომერს სასაუბრო/SMS/ინტერნეტ პაკეტით;
- ა/მ-თვის საწვავს;
- სამუშაო დღეებში უფასო კვებას.
- სამუშაო გრაფიკი: ორშ-პარ, 10:00 - 18:00;
- სამუშაო ლოკაცია: თენგიზ ჩანტლაძის 1-ლი შესახვევი, #14, ორხევი, თბილისი;