HR ჯენერალისტი
Fitnet წარმოადგენს ფიტნესისა და ველნეს ინდუსტრიაში მოქმედ კომპანიას, რომლის ეკოსისტემაში შედის Fitshop — სპორტული კვების ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი საქართველოში.
კომპანია აერთიანებს სხვადასხვა ბიზნესმიმართულებას და აგრძელებს ზრდას პროფესიონალი გუნდის მხარდაჭერით.
კომპანიის ზრდასთან ერთად, ვეძებთ HR ჯენერალისტს, რომელიც ჩაერთვება თანამშრომელთა გამოცდილების, ჩართულობისა და განვითარების პროცესების მხარდაჭერაში.
ძირითადი მოვალეობები:
- თანამშრომელთა ონბორდინგისა და ადაპტაციის პროცესის კოორდინაცია;
- შიდა საკომუნიკაციო პროცესებისა და HR ინიციატივების მხარდაჭერა;
- რეკრუტინგისა და შერჩევის პროცესებში მონაწილეობა;
- ტრენინგებისა და განვითარების პროგრამების კოორდინაცია;
- HR პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
- დეპარტამენტების მენეჯერებთან თანამშრომლობა და HR მეტრიკების ადმინისტრირება;
- HR მონაცემების ანალიზსა და ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობა;
- შიდა შეხვედრების, გასაუბრებებისა და HR პროცესებთან დაკავშირებული შეხვედრების ორგანიზება და კოორდინაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია HR-ის, ბიზნეს ადმინისტრირების ან ფსიქოლოგიის მიმართულებით);
- HR სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
- შრომითი კანონმდებლობის საბაზისო ცოდნა;
- რეკრუტინგის პროცესების პრაქტიკული გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პრიორიტეტების განსაზღვრისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობისა და კოორდინაციის უნარი.
ლოკაცია: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული სამუშაო განაკვეთი
თუ მზად ხარ ახალი გამოწვევებისთვის — შემოუერთდი ჩვენს გუნდს.
თქვენ მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება მხოლოდ აღნიშნული ვაკანსიის განხილვის მიზნით.
ინფორმაციის გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით თქვენი მონაცემების დამუშავებას შერჩევის პროცესის ფარგლებში.