ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
კომპანია შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის პოზიციაზე, ქ. თბილისში. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი/09:00-18:00 სთ ანაზღაურება: შეთანხმებით. ძირითადი მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (სასურველია ფსიქოლოგიის ან ბიზნეს ადმინისტრირების ან მენეჯმენტის მიმართულებით); ** მინიმუმ სამწლიანი სამუშაო გამოცდილება ადამიანური რესურსების მართვის სფეროში; ** აუცილებელია შრომის კანონმდებლობის საფუძვლების ცოდნა; ** კომპიუტერული საოფისე პროგრამების უმაღლეს დონეზე ცოდნა. ფუნქცია-მოვალეობები: ** პასუხისმგებელია ორგანიზაციისთვის პერსონალის მოზიდვასა და შერჩევის პროცესის სწორად განხორციელებაზე; ** კომპანიაში არსებული ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის დამუშავება; ** სამუშაოს ძიების პლატფორმებზე ვაკანსიის განთავსება; ** თანამშრომლების შერჩევის პროცესის სწორად წარმართვა, შემოსული რეზიუმეების განხილვა, გასაუბრების/ტესტირების დაგეგმვა, სრული პროცესის ორგანიზება; ** ახალი თანამშრომლის მიღების პროცედურის უზრუნველყოფა; ** პერსონალის მართვასთან დაკავშირებული ოფიციალური დოკუმენტების სათანადო დონეზე გაფორმება/რეგისტრაცია/შენახვა; ** თანამშრომელთა სამოტივაციო სისტემების შემუშავების პროცესში მონაწილეობის მიღება; ** თანამშრომლების ადაპტაციის, შეფასებისა და განვითარების პროცესების მხარდაჭერა; ** პერსონალის საქმიანობის შეფასების სისტემის დანერგვაში, განხორციელებაში და შედეგების მართვაში მონაწილეობის მიღება; ** თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება, ხელშეკრულებების, სხვადასხვა ტიპის ცნობებისა და დოკუმენტების მომზადება; ** თანამშრომელთა სამსახურში დროულად მოსვლა-წასვლის ფორმის მომზადება და წარმოების პროცესის უზრუნველყოფა; ** უშუალო ხელმძღვანელისაგან მიღებული დავალებების/მითითებების დროულად, ხარისხიანად და ეფექტურად შესრულება. პიროვნული კომპეტენციები/უნარები: ** გასაუბრების ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის უნარი; ** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** კომუნიკაბელური; ** დისციპლინირებული/პუნქტუალური; ** დეტალებზე ორიენტირებული. ჩვენ გთავაზობთ: ** მეგობრულ, მხარდამჭერ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს; ** ჯანმრთელობის დაზღვევას