ხარისხის მენეჯერი
შპს " პინეო სამედიცინო ეკოსისტემა " აცხადებს ვაკანსიას ხარისხის მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო გრაფიკი: 8 სთ კვირაში 5 სამ.დღე ძირითადი მოვალეობები: ** სამედიცინო დოკუმენტაციის მართლწარმოების კონტროლი, საქართველოში არსებული კანონმდებლობის გათვალისწინებით. ** სამედიცინო კლასიფიკატორების შესაბამისად, დიაგნოზებისა და განხორციელებული ჩარევების კონტროლი. ** კლინიკური შემთხვევების განხილვისთვის მასალის იდენტიფიცირება და მომზადება. ** კომპეტენციის ფარგლებში სტატისტიკური დოკუმენტაციის წარმოება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი სამედიცინო განათლება ** აღნიშნულ პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა ** კანონმდებლობით გათვალისწინებული დადგენილებების და ბრძანებების ცოდნა (სამედიცინო დაწესებულებებში სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ ბრძანება N 108ნ, ამბულატორიული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ ბრძანება N01-41ნ, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შევსების წესისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ფორმის დამტკიცების ბრძანება N338ნ, საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ დადგენილება N36, ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემის (EHR) ფუნქციონირებისა და წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ ბრძანება N01-1ნ). ** სამედიცინო კლასიფიკატორების ცოდნა.