HR ჯენერალისტი — არომაპროდუქტი

არომაპროდუქტი — ლოგო
არომაპროდუქტი

HR ჯენერალისტი

₾2500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "არომაპროდუქტი / Georgia`s Natural" 2006 წლიდან ახორციელებს ორგანული პროდუქტის მოყვანას/შეგროვებას, გადამუშავებას/წარმოებას და რეალიზაციას. ჩვენ ვმართავთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაშენებულ ორგანულ ბაღებს ყვარელში, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ საწარმოებს ყვარელსა და თბილისში, საერთაშორისო სადისტრიბუციო ქსელს და 2020 წლიდან საქართველოს ბაზარზე საცალო ვაჭრობას, თბილისის და ბათუმის დიდ სავაჭრო ცენტრებში წარმოდგენილი ორგანული ბარების სახით.

"არომაპროდუქტი/Georgia`s Natural" ეძებს გუნდის ახალ წევრს: HR Generalist

პოზიციის მიზანი

HR პროცესების ეფექტური მართვა თანამშრომლის სრული სასიცოცხლო ციკლის (Employee Life Cycle) ფარგლებში, რეკრუტინგი, HR ადმინისტრირების, თანამშრომელთა მხარდაჭერისა და შრომითი ურთიერთობების მართვის უზრუნველყოფით.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი
  • სამუშაო საათები: 09:30-18:30
  • დასვენების დღეები: შაბათი, კვირა
  • ანაზღაურება: 2000-2500 ლარი კვალიფიკაციის შესაბამისად

ფუნქციები და მოვალეობები:

  • რეკრუტინგისა და შერჩევის პროცესის ორგანიზება და კოორდინაცია;
  • თანამშრომელთა მიღების (Onboarding), ადაპტაციისა და გათავისუფლების (Offboarding) პროცესების მართვა;
  • შრომითი ხელშეკრულებების, ბრძანებებისა და HR დოკუმენტაციის წარმოება;
  • თანამშრომელთა დასწრების, შვებულებებისა, მივლინებების ბიულეტინების და HR ადმინისტრაციული პროცესების კოორდინაცია;
  • თანამშრომელთა შეფასების (Performance Management) პროცესის ადმინისტრირება;
  • ტრენინგებისა და განვითარების პროცესების მხარდაჭერა;
  • თანამშრომელთა კონსულტირება HR პოლიტიკებსა და შრომით ურთიერთობებზე;
  • დისციპლინური პროცესების ადმინისტრირება;
  • HRIS-ისა და HR მონაცემთა ბაზის ადმინისტრირება;
  • HR ანგარიშგებებისა და ანალიტიკური რეპორტების მომზადება;
  • Payroll პროცესისთვის საჭირო ინფორმაციის მომზადება;
  • HR პოლიტიკებისა და პროცედურების განვითარებაში მონაწილეობა;
  • HR აუდიტებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება შესაბამისი მიმართულებით;
  • HR სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;
  • საქართველოს შრომითი კანონმდებლობის კარგი ცოდნა;
  • MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის კარგი ცოდნა;
  • HRIS სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაცია;
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის ეფექტიანი მართვა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მრავალამოცანიან გარემოში მუშაობის უნარი.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ