HR ბიზნეს პარტნიორი- ბათუმი — Tempo Holding

Tempo Holding — ლოგო
Tempo Holding

HR ბიზნეს პარტნიორი- ბათუმი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ჩვენს შესახებ:

"Tempo Holding" - სამშენებლო და დეველოპერული კომპანია, რომელიც აერთიანებს თანამედროვე არქიტექტურას, ხარისხიან მშენებლობასა და პასუხისმგებლობიან მიდგომას ქალაქის განვითარებაში.

ჩვენი მიზანია, შევქმნათ მაღალი კლასის საცხოვრებელი სივრცეები, რომლებიც პასუხობს არა მხოლოდ დღევანდელ, არამედ სამომავლო მოთხოვნებსაც.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას HR ბიზნეს პარტნიორის პოზიციაზე.

ვეძებთ მოტივირებულ, შედეგზე ორიენტირებულ და კომუნიკაბელურ კანდიდატს, რომელიც ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება.

ადგილმდებარეობა: ბათუმი

სფერო: დეველოპმენტი / სამშენებლო სექტორი

ძირითადი მოვალეობები:

  • ბიზნეს ერთეულების ხელმძღვანელებთან მუშაობა HR სტრატეგიის დასაგეგმად და შესასრულებლად.
  • KPI-ების, OKR-ების ან Performance Review პროცესის მართვა.
  • მენეჯერებისთვის კონსულტაცია შედეგებისა და უკუკავშირის პროცესში.
  • ნაკლებ შედეგიან თანამშრომლებთან მუშაობის პროცესის მართვა (PIP).
  • პოლიტიკებისა და პროცედურების შემუშავება/განახლება.
  • ადამიანურ რესურსებზე მონაცემების შეგროვება, ანალიზი და ბიზნეს გადაწყვეტილებებში ინტეგრირება.
  • ორგანიზაციული კლიმატის მონიტორინგი, გამოკითხვების ჩატარება, გაუმჯობესების გეგმების შექმნა.
  • კონფლიქტების მართვა და მედიაცია.
  • თანამშრომელთა კეთილდღეობის ინიციატივების შემუშავება.
  • პოზიციების მოთხოვნის განსაზღვრა და Hiring Manager-ებთან მუშაობა.
  • საკადრო საჭიროებების პროგნოზირება.
  • საკვალიფიკაციო ნაკლებობის იდენტიფიცირება.
  • სწავლებისა და განვითარების (L&D) გეგმების შექმნა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება HR სფეროში.
  • გამოცდილება ტალანტების მოძიებასა და მიზანმიმართულ მოზიდვაში.
  • ადამიანური რესურსების მართვის სისტემების აწყობისა და განვითარების გამოცდილება.
  • სტრატეგიული ხედვა და ძლიერი კომუნიკაციის უნარები.
  • ქართული და ინგლისური ენების თავისუფალი ცოდნა (რუსული ჩაითვლება უპირატესობად).
  • თანამედროვე HR პლატფორმებისა და ციფრული ხელსაწყოების გამოყენების პრაქტიკული გამოცდილება.

პიროვნული უნარები:

  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ინიციატივიანობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • სტრატეგიული აზროვნება და დეტალებზე ორიენტაცია.

"ტემპო ჰოლდინგი" გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ