HR ასისტენტი — მ.ა.მ

მ.ა.მ

HR ასისტენტი

₾1000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "M.a.M" აცხადებს ვაკანსიას HR ასისტენტის პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისი, ჰუალინგ პლაზა

ანაზღაურება: 1000 ლარი

გრაფიკი: ყოველდღე - 09:00-17:00, შაბათ-კვირა - დასვენება

შპს "M.a.M" წარმოადგენს სუპერმარკეტების ქსელს, რომელიც წარმატებით ოპერირებს თბილისის და კახეთის რეგიონში.

მოვალეობები:

  • კომპანიის მიმდინარე ვაკანსიების განთავსება დასაქმების პლატფორმებზე (Jobs.ge) და სოციალურ ქსელებში (Facebook)
  • ვაკანსიების განახლება, მართვა და კანდიდატების განაცხადების მონიტორინგი
  • მიღებული რეზიუმეების პირველადი გადარჩევა ვაკანსიის მოთხოვნების შესაბამისად
  • კანდიდატებთან სატელეფონო კომუნიკაცია და პირველადი ინტერვიუს ჩანიშვნა
  • გასაუბრების პროცესის ორგანიზება და კანდიდატებთან მუდმივი კომუნიკაციის უზრუნველყოფა
  • კანდიდატების მონაცემთა ბაზის წარმოება და განახლება
  • უშუალო ხელმძღვანელისთვის რეგულარული რეპორტინგის მომზადება და რეკრუტინგის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის, სტატუსებისა და შედეგების დროული მიწოდება
  • საჭიროების შემთხვევაში სხვა ადმინისტრაციული და HR მიმართულების დავალებების შესრულება

სამუშაო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (ფსიქოლოგიის, ბიზნეს ადმინისტრირების ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით)
  • სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
  • საქართველოს შრომის კანონმდებლობის ცოდნა

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას
  • მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ