HR ასისტენტი
სწრაფი კვების ობიექტების ქსელი - შპს "მასტერ ფუდი", რომელიც ბაზარზე "Shaurma Club"-ის სახელით არის ცნობილი, აცხადებს ვაკანსიას HR ასისტენტის პოზიციაზე
სამუშაო გრაფიკი: 5 დღიანი სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00 სთ.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მხარდაჭერა სხვადასხვა HR პროცესებში;
- სხვადასხვა განყოფილებებთან მჭიდრო კომუნიკაცია და ვაკანსიების პროფილების დეტალური შესწავლა;
- კანდიდატების აქტიური მოძიება სხვადასხვა არხების გამოყენებით (შიდა ბაზები, პროფესიული ქსელები და სხვა);
- რეზიუმეების გადარჩევა, ინტერვიუების ჩანიშვნა, უკუკავშირის მიცემა;
- კანდიდატების მონაცემთა ბაზის მუდმივი განახლება და მოწესრიგება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ფსიქოლოგიის კურსდამთავრებული სტუდენტი (ასევე განიხილება კანდიდატი ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით 1 წლიანი სამუშაო გამოცდილებით);
- საოფისე პროგრამების კარგად ფლობა (Word, Excel).
პიროვნული თვისებები და უნარები:
- ორგანიზებულობა: დროის ეფექტურად მართვისა და რამდენიმე საქმეზე ერთდროულად მუშაობის უნარი.
- კომუნიკაბელურობა: პოზიტიური, თავაზიანი და ეფექტური კომუნიკაციის უნარი როგორც წერილობით, ისე ზეპირად.
- კონფიდენციალურობა: პერსონალური და კომპანიის შიდა ინფორმაციის მკაცრად დაცვის უნარი.
- დეტალებზე ორიენტირებულობა: დოკუმენტებთან მუშაობისას სიზუსტის შენარჩუნება.