HR ადმინისტრირების სპეციალისტი
"არქი ჰოსფითალითი" არის არქი ჰოლდინგის შვილობილი სასტუმროების მენეჯმენტ კომპანია, რომელიც მართავს როგორც ბრენდულ, ისე არაბრენდულ სასტუმროებს თბილისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
ჩვენ ვეძებთ HR ადმინისტრირების სპეციალისტს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება "არქი ჰოსფითალითის" სასტუმროების რეკრუტინგისა და HR ადმინისტრაციული პროცესების მხარდაჭერაზე.
რას გთავაზობთ ჩვენ:
- კონკურენტულ ანაზღაურებას
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას
სამუშაო პირობები:
- ადგილმდებარეობა: თბილისი, ვ. წითლანაძის N1
- სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00
რას გააკეთებ ამ პოზიციაზე:
- მოამზადებ და განათავსებ ვაკანსიებს სხვადასხვა საკომუნიკაციო და დასაქმების პლატფორმებზე
- მოიძიებ, შეაფასებ და დაუკავშირდები შესაბამის კანდიდატებს
- დაგეგმავ და კოორდინაციას გაუწევ გასაუბრების პროცესს
- უზრუნველყოფ ახალი თანამშრომლების მიღებისა და ადაპტაციის პროცესის ორგანიზებას
- აწარმოებ და განაახლებ თანამშრომელთა პერსონალურ საქმეებსა და HR დოკუმენტაციას
- მოამზადებ შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას (ხელშეკრულებები, ბრძანებები, ცნობები და სხვა)
- უზრუნველყოფ თანამშრომელთა სამუშაო დროის, შვებულებებისა და სხვა HR მონაცემების აღრიცხვას
- მოამზადებ ხელფასების დარიცხვისთვის საჭირო ინფორმაციას და ითანამშრომლებ შესაბამის დეპარტამენტთან
- გაუწევ კოორდინაციას ადმინისტრაციულ და საოფისე პროცესებს
- მონაწილეობას მიიღებ HR პროცესებისა და შიდა პროცედურების გაუმჯობესებაში
ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:
- გაქვს HR, ადმინისტრაციის ან მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
- ხარ შედეგზე ორიენტირებული და შეგიძლია დამოუკიდებლად მუშაობა
- ხარ ორგანიზებული, კომუნიკაბელური და პროაქტიული
- ფლობ საოფისე პროგრამებს (Excel, Word, Outlook)
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 17 ივლისი, 2026.
გაცნობებთ, რომ "არქი ჰოსფითალითი" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. მონაცემების ცვლილების ან წაშლის მოთხოვნის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვმართოთ მითითებულ ელფოსტაზე.