HR & ადმინისტრაციის მენეჯერი — The Design Mall

The Design Mall

HR & ადმინისტრაციის მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"DESIGN MALL" არის დიზაინისა და სარემონტო მასალების მოლი თბილისში, სადაც ერთ სივრცეში შეგიძლიათ შეარჩიოთ სარემონტო მასალები, ავეჯი და დეკორი, ასევე მიიღოთ პროფესიონალი დიზაინერებისა და არქიტექტორების მომსახურება.

მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, ვეძებთ კვალიფიციურ, პასუხისმგებლობიან და დეტალებზე ორიენტირებულ HR & ადმინისტრაციის მენეჯერს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს პროფესიონალურ გუნდს.

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, სრული განაკვეთი

ანაზღაურება: შეთანხმებით

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის ყოველდღიური ადმინისტრაციული და საოპერაციო პროცესების მართვა და კოორდინაცია;
  • სხვადასხვა დეპარტამენტსა და თანამშრომელს შორის სამუშაო პროცესების კოორდინაცია;
  • ხელმძღვანელობის დავალებების შესრულების ორგანიზება და კონტროლი;
  • ოფისის, სამუშაო სივრცისა და ადმინისტრაციული რესურსების მართვა;
  • მომწოდებლებთან და მომსახურების კომპანიებთან კომუნიკაცია და თანამშრომლობის კოორდინაცია;
  • კომპანიის შიდა ადმინისტრაციული დოკუმენტაციისა და პროცესების მართვა;
  • HR გუნდთან თანამშრომლობა თანამშრომელთა ადმინისტრაციული საკითხებისა და შესაბამისი პროცესების კოორდინაციის მიმართულებით;
  • ხელმძღვანელობისთვის ადმინისტრაციული და საოპერაციო საკითხების შესახებ ანგარიშებისა და საჭირო ინფორმაციის მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, ადამიანური რესურსების ან შესაბამისი მიმართულებით;
  • ადმინისტრაციულ ან მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე და ადმინისტრაციული პროცესების მართვის გამოცდილება;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;
  • Microsoft Office-ის, განსაკუთრებით Word-ისა და Excel-ის, კარგი ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა პროფესიულ დონეზე;

უპირატესობად ჩაითვლება:

  • სამშენებლო ან სარემონტო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • მრავალრიცხოვან გუნდებთან მუშაობისა და მათი კოორდინაციის გამოცდილება;
  • HR და ადმინისტრაციული პროცესების მართვის გამოცდილება.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს დიზაინ მოლის მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.

თქვენ გაქვთ უფლება, მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. შესაბამისი მოთხოვნით შეგიძლიათ მოგვმართოთ.