ჰორეკა პრისელერი / მენეჯერი- იმერეთი — დაკო ტრეიდი

დაკო ტრეიდი — ლოგო
დაკო ტრეიდი

ჰორეკა პრისელერი / მენეჯერი- იმერეთი

₾1500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

დაკო ტრეიდი აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის (ჰორეკა/მენეჯერი) პოზიციაზე.

სამუშაო საათები: 09:30-18:30

სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით)

ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 + ბონუსი შესრულებიდან (პენეტრაცია - (შეღწევადობა ბრუნვა (გრამაჟი, თანხობრივი), ასორტიმენტი (პრინციპი ვარსკვლავი), სამოტივაციო კვარტალური, წლის ბოლოს შესრულებული გეგმა)

(სავალდებულოა სტაჟირების პერიოდი 1-2 კვირამდე, სტაჟირება ანაზღაურებადია)

მდებარეობა: იმერეთი

ძირითადი მოვალეობები:

  • ჰორეკა (სასტუმროები, რესტორნები, კაფე-ბარები, სხვა კვების ობიექტები) ობიექტებში მოლაპარაკებების წარმართვა
  • არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება და გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება/შენარჩუნება.
  • ახალი კლიენტების მოძიება.
  • დებიტორების სიის ანალიზი და კონტროლი, შემცირების უზრუნველყოფა.
  • კვების ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების მონიტორინგი.
  • პრობლემური საკითხების დროული გადაწყვეტა (მიწოდება, ვადები, ხარისხი და სხვა)
  • გაყიდვების შედეგების, ქსელის საჭიროებებისა და ბაზრის ტენდენციების ანალიზი.
  • სავაჭრო ობიექტებისაგან შეკვეთების აღება და მათი ასახვა შესაბამის სისტემაში.
  • კლიენტებთან ვიზიტების განხორციელება სხვადასხვა მიზნით, როგორიცაა მარაგების, ვადების, ფასდებულებისა და პლანოგრამის კონტროლი.
  • კლიენტებისთვის საქონლის მიწოდების პროცესის მონიტორინგი, სასაქონლო წყვეტის პრევენციის ან/და აღმოფხვრის მიზნით.
  • კომპანიის პროდუქციის ცნობადობის და პოპულარიზაციის მიზნით ღონისძიებების ჩატარება
  • ვალების კონტროლი და შემცირების უზრუნველყოფა
  • გაყიდვიდან მიღებული თანხის ჩაბარება და კომპანიის ანგარიშზე შეტანა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მოლაპარაკებების წარმართვის უნარი
  • გაყიდვების პროცესების ცოდნა
  • ორგანიზებულობა
  • კომუნიკაბელურობა
  • მსუბუქი ავტომობილის მართვის მოწმობა და მანქანის ფლობა.
  • შეზღუდულ ვადებში დაკისრებული ვალდებულებების შესრულება.

დამატებითი სარგებელი:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა (მე-6 თვიდან)
  • საწვავით უზრუნველყოფა (მარშრუტის შესაბამისად)
  • მივლინება და მისი ხარჯების უზრუნველყოფა.
  • ულიმიტო სასაუბრო ბალანსი.
  • გამაჯანსაღებელი სპორტული ღონისძიებებით უზრუნველყოფა.
  • ტრენინგების დაფინანსება.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ