ჰორეკა გაყიდვების წარმომადგენელი/პრისელერი
შპს "ასტრეა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ჰორეკა გაყიდვების წარმომადგენელი (პრისელერი)
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი/აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონები
- ოფისის მისამართი: საბურთალო, იური გაგარინის, N24
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (სრული)
- ანაზღაურება: ფიქსირებული + ყოველთვიური გეგმასთან მიბმული ბონუსი. გეგმის გადაჭარბებით შესრულების შემთხვევაში + %.
- ავტომობილი და საწვავი: უზრუნველყოფს კომპანია.
ფუნქცია/მოვალეობა:
- HoReCa და თანამედროვე სავაჭრო ქსელების (Drive/Chain Stores) მიმართულებით ახალი კლიენტების მოძიება და თანამშრომლობის განვითარება;
- რეგულარული ვიზიტების განხორციელება, შეკვეთების მიღება და კლიენტების საჭიროებების ანალიზი;
- პროდუქციის სრული ასორტიმენტის გაყიდვებისა და გაყიდვების გეგმის შესრულების უზრუნველყოფა;
- ახალი პროდუქტების დანერგვასა და პოპულარიზაციაში აქტიური მონაწილეობა;
- კლიენტებთან ეფექტური კომუნიკაციისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
- ბაზრისა და კონკურენტული გარემოს მონიტორინგი
- დებიტორული დავალიანებების კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება, სასურველია HoReCa და/ან სავაჭრო ქსელებთან მუშაობის მიმართულებით;
- მოლაპარაკებებისა და გაყიდვების ეფექტური უნარები;
- მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა და კომუნიკაციის მაღალი უნარი;
- ბაზრის ანალიზისა და შედეგებზე ორიენტირებული მუშაობის გამოცდილება;
- B კატეგორიის მართვის მოწმობა და ავტომობილის მართვის გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ:
- მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას;
- განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრობას;